სისხლიანი ანგარიშსწორება ვაკეში – ბიზნესმენის მკვლელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. მას ხელბორკილები აბაშაში დაადეს.
ცნობისთვის, დღეს საღამოს, რამდენიმე საათის წინ კორტებთან ბიზნესმენი შავ ჯიპში ჩაცხრილეს. მას მინიმუმ 5 ტყვია ესროლეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ვაკის პოლიციასთან ახლოს მომხდარ მკვლელობის წინ უძღოდა ბიზნესმენებს შორის საქმის გარჩევა, რასაც მოყვა გასროლა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
