კობახიძეზე ხდება აქცენტირება მოსკოვიდან, ის შესაძლოა, გახდეს მოსკოვის ახალი ფავორიტი, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, “კობახიძეს აქვს შანსი სისტემა მოარღვიოს ბოლომდე და ივანიშვილს მისცეს შესაძლებლობა თანდათან შეეგუოს ახალ სტატუსს და გავიდეს თამაშიდან“.
კობახიძეზე ხდება აქცენტირება მოსკოვიდან, ის შესაძლოა, გახდეს მოსკოვის ახალი ფავორიტი. ღარიბაშვილიც, კალაძეც ყველა ცდილობდა ეფიქრა და ეზრუნა იმაზე, ვინ იქნებოდა ბიძინა 2, ივანიშვილის შემდეგ მისი ჩამნაცვლებელი. დღეს ეს თემა გაცილებით აქტუალურია, თუ კარგად დავფიქრდებით, ამ მგონია ვინმე სხვა იყოს ველზე უფრო მოხერხებულიდა უფრო შეიარაღებული ყველა სახელისუფლებო ინსტრუმენტით, ვიდრე კობახიძეა ამ ფუნქციისთვის გამზადებული. კობახიძე ცდილობს, ყველა ძველი კადრი ახლით ჩაანაცვლოს, ის არ ცდილობს ახალი კადრები იყვნენ სამართლებრივად მოაზროვნე ადამიანები, არა მისი ყურმოჭრილი მონები. […]კობახიძეს აქვს შანსი სისტემა მოარღვიოს ბოლომდე და ივანიშვილს მისცეს შესაძლებლობა თანდათან შეეგუოს ახალ სტატუსს მისას, გავიდეს თამაშიდან თანდათან, და ვინმეს თუ ჰგონია, რომ კობახიძე უკეთესი მმართველი იქნება, ძალიან ცდება, – თქვა ახვლედიანმა.
