Tuesday, December 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საქართველოს მთავრობა ყველაფერს უნდა აკეთებდეს თამარ მეარაყიშვილის გასათავისუფლებლად, მათ შორის იყენებდეს საერთაშორისო მექანიზმებს, თუმცა მათი უმოქმედობა მეტად თვალშისაცემია, ვიდრე მუშაობა” – ქალი პოლიტიკოსები

December 30, 2025
“საქართველოს მთავრობა ყველაფერს უნდა აკეთებდეს თამარ მეარაყიშვილის გასათავისუფლებლად, მათ შორის იყენებდეს საერთაშორისო მექანიზმებს, თუმცა მათი უმოქმედობა მეტად თვალშისაცემია, ვიდრე მუშაობა” – ქალი პოლიტიკოსები

ქალი პოლიტიკოსები ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, საქართველოს მთავრობა ყველაფერს უნდა აკეთებდეს თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, მათ შორის, უნდა მიმართავდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე დასავლელ თანათავმჯდომარეებს, ასვე იყენებდეს სხვა საერთაშორისო მექანიზმებს, თუმცა საზოგადოებისთვის ამ დრომდე არაა ცნობილი თუ რას აკეთებს ქმედითს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამისთვის.

პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაავრცელონ საჯარო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და გამოიყენონ ყველა საერთაშორისო მექანიზმი მისი მონიტორინგისთვის.

„ქალი პოლიტიკოსები მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ ოკუპირებულ ცხინვალში აბსურდული ბრალით უკანონოდ დაკავებულ უფლებადამცველ თამარ მეარაყიშვილს, რომელსაც ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი პროტესტის ნიშნად მშრალ შიმშილობაზე გადავიდა.

თამარი წლებია იცავს ადამიანის უფლებების ოკუპირებულ ცხინვალში და ის არის ქართველი მებრძოლი ქალის სიმბოლო. მისი ჟურნალისტური საქმიანობა, სამოქალაქო აქტივიზმი და ადამიანის უფლებებისთვის გაწეული შრომა არის საყოველთაოდ აღიარებული.

ჩვენ გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა მიემართა პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის, რაც მშრალ შიმშილობაში გამოიხატება. ცნობილია, რომ ის უარს ამბობს არა მხოლოდ საკვებზე, არამედ წყალსა და მედიკამენტებზეც.

ლეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, საქართველოს მთავრობა ყველაფერს უნდა აკეთებდეს თამარ მეარაყიშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, მათ შორის, უნდა მიმართავდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე დასავლელ თანათავმჯდომარეებს, ასევე იყენებდეს სხვა საერთაშორისო მექანიზმებს. თუმცა საზოგადოებისთვის ამ დრომდე არაა ცნობილი თუ რას აკეთებს ქმედითს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამისთვის. მათი უმოქმედობა მეტად თვალშისაცემია, ვიდრე მუშაობა. მოვუწოდებთ გაავრცელონ საჯარო ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და გამოიყენონ ყველა საერთაშორისო მექანიზმი მისი მონიტორინგისთვის. თავისუფლება თამარ მეარაყიშვილს!“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს შემდეგი პოლიტიკოსები აწერენ: თეონა აქუბარდია, თინა ბოკუჩავა, ანი ქავთარაძე, ხატია დეკანოიძე, მედეა მეტრეველი, თინა ბოლოკაძე, ნინო გოგინაშვილი, ნინო კვიტაიშვილი, ნანა ტოხვაძე, აზა გაბუნია, ნინო დოლიძე, თამარ ყორღანაშვილი, თამარ ლალიაშვილი, ანა კობახიძე, მარიკა არევაძე, ბარბარა ჯიმელი სულაშვილი, თამი ჟორჟოლიანი, თეონა ჭალიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ოთარ ფარცხალაძის საქმე 32-ტომიანია სადაც მხოლოდ 3 მოწმის ირიბი ჩვენებაა” – გაგი მოსიაშვილი
  • ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას პატიმრობა ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალეს – ის სასამართლო დარბაზშივე გაათავისუფლეს
  • ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge