Tuesday, December 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა მიმართვას ავრცელებს

December 30, 2025
“ნუ დააფარებთ ხელს მკვლელებს” -მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის, დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ის გამოძიების დეტალებზე საუბრობს, ასევე სთხოვს თვითმხილველ ქალბატონს, რომ შეეხმიანოს და ბრალდებულების მშობლებს მოუწოდებს, რომ სიმართლე ათქმევინონ მათ შვილებს.

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!
პოსტი დიდია და თემქელებს ვთხოვ, ბოლომდე წაიკითხეთ.
ორივე მკვლელი, ჩვენებაში წერს, რომ მე-2, თუ მე-3 სართულის ფანჯრიდან იხედებოდა ქალი.
მივმართავ ამ ქალბატონს,
შემეხმიანეთ
ალბათ ხართ დედა, შვილი ხომ მაინც ხართ? ხომ იცით რა ტკბილია დედაშვილობა და ჩვენი დედაშვილობა რა მწარედ გაწყვიტეს.
ხომ ხედავდით ჩემს შვილებს, როგორი მოწესრიგებული ბიჭები იყვნენ.
იცით, რომ მანდ აღარ ვცხოვრობ, მაგრამ შემეხმიანეთ, შეგხვდებით სადაც მეტყვით. მეზობლებო, იქნებ სულ არ აქვს ფეისბუქი იმ ქალბატონს, მოიკითხეთ ერთმანეთში; სულ არის 6 ოჯახი, რასაც მკვლელების თვალი გაწვდებოდა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, მათ აგრესიას და შიშს, ხომ არავინ დაგვინახაო, შესაძლოა უფრო მეტ ფანჯარას მოავლეს თვალი.
ნუ დაიმალებით, შემეხმიანეთ!
აქ, დუმილი დანაშაულია!
მკვლელები სასამართლო პროცესზე იყენებენ დუმილის უფლებას, რადგან იციან, რომ ტყუილში იოლად გამოიჭერს მოსამართლე; მით უფრო, რომ ერთი ისეთი დებილია, როცა კითხეს სად სწავლობო, ვერ უპასუხა.
მათ იცავთ, ყოფილი პროკურორები და პროკურატურასთან კარგად შეკრული, ძვირადღირებული, მონსტრი ადვოკატები, რომლებიც ფულის გულისთვის რკინასაც კი გაღეჭავენ.
პროკურატურამ იმ ერთ, აქციის დღეს, რომ ჭკვიანი და პრინციპული პროკურორი, ლევან ვეფხვაძე გამოაჩინა პროცესზე და მედიასთან, რითაც პააააატარა იმედი ჩამესახა, ის ისევ გააქრო. აუხვია ხალხს თვალი და ახლა გიგას ისევ მხოლოდ მიხეილ კუპრაშვილი იცავს, რომელიც პატარა ბავშვივით დგას პროცესზე და საქმეს დაიცავს კი არა, იმდენად უსუსურია, გამოცდილებასაც ვერ მიიღებს ამ სასამართლო პროცესებიდან.
ახლა მივმართავ იმ თემქელი ბიჭების მშობლებს, ვისაც ჩემი შვილის გადარჩენა უნდოდა და სასწრაფოს გამოუძახა.
ათქმევინეთ სიმართლე შვილებს, სიმართლის დაცვა მარტივია, იქ არაფერი შეეშლებათ, თორემ ტყუილში მარტივად გამოიჭერენ. არ ვიცი, თვალს ადევნებთ თუ არა ამ საქმეს, მააააგრამ იცით საქმე საით მიჰყავთ?!
მოკლედ გეტყვით: — მკვლელმა ალექსანდრე გაბაშვილმა მოუქნია მუჭი სახეში, გიგა მოწყვეტით დაეცა და შეშინებულები ადგილიდან მიიმალნენ. ამას ტელეფონით იღებდა გიორგი რიკაძე. (ვიდეოს ზუსტად ის ნაწილი აქვთ, რაც ჭირდებათ, დანარჩენი წაშალეს)
კლინიკაში გიგა მიიყვანეს თავგატეხილი.
კითხვა:-,, ვინ გატეხა თავის ქალა?”
მკვლელები რომ წავიდნენ, ექიმების მოსვლამდე თქვენი შვილები იყვნენ გიგასთან.
მშობლებო, ნუ დაღუპავთ შვილებს, მათ ჩემი შვილის დახმარება უნდოდათ და არ მინდა თქვენი შვილები დასხდნენ საბრალდებო სკამზე. მე ვიცი, რომ თქვენ კავშირი გქონდათ მკვლელების მხარესთან! თქვენ იცავთ მკვლელებს და წირავთ შვილებს!
125 მოწმიდან დაკითხვაზე დაიბარებენ მხოლოდ 12 მოწმეს და ამ მცირე რაოდენობაში შედის თემქელი ბიჭები!!!!
ფრთხილად, გაწირავთ ჩემს შვილს? დაიჭერენ თქვენსას!!!
მკვლელბის მამებს შუბლის ძარღვი არ აქვთ!
გამწირავთ? გაგწირავენ!” – წერს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს
  • 20 წლამდე პატიმრობა მიესაჯა კაცს რომელმაც თანხის სანაცვლოდ ადამიანი მოკლა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge