30 დეკემბერს ქუთაისში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +3, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.
თოვლიანი ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1. ბათუმში წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +3, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.
თოვლია მოსალოდნელი სოხუმში. +5 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლია მოსალოდნელი, დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერი დღისით +3 გრადუსია, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში თოვლია მოსალოდნელი. დღისით 0 გრადუსია, ღამით კი ტემპერატურა -14 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, +1 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -16 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლს ვარაუდობენ გორშიც, დღისით +2 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოშიც ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით -5, ღამით კი -14 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. მზეა მოსალოდნელი თელავშიც, +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზეს ელოდებიან, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ნავარაუდევი რუსთავშიც, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.
