კალაძემ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ივანიშვილის საძულველთა სიაში ერთ-ერთი მოწინავეა, ამიტომ ივანიშვილის პირობებშიც ვვარაუდობ, რომ მას გადმოაგდებენ ცხენიდან, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა საბა ბუაძემ დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ეს ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში არ მოხდა, მოვა დრო და რეფორმირებული თავისუფალი მართლმსაჯულება დაინტერესდება მისი და მისი მოაგდილეების კორუფციული საქმიანობით.
მას აუცილებლად გაეცემა პასუხი,- განაცხადა ბუაძემ.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა პირველ რიგში იწყება პოლიტიკური პლურალიზმით, ჯანსაღი პოლიტიკური გარემოთი, საპარლამენტო ზედამხედველობით, რადგან დღეს ამ კორუფციაზე შეწუხებული და შეშფოთებული დეპუტაცია, იყო ის ხალხი, რომელიც ამბრაზურასავით ეფარებოდა ლილუაშვილს და სხვებს და სხვებს, და ამბობდნენ, რომ ის ფაქტები, რაც მათ დღეს დაადასტურეს, იმ ფაქტებზე ამბობდნენ, რომ ჩვენ ვცრუობდით, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი იყო მართალი, კიდევ უფრო მეტი აღმოჩნდება მართალი და ჩვენ ვნახავთ, რეალურად რა მასშტაბი ჰქონდა კორუფციას.
ჩემი საკრებულოში ყოფნის დროს, კალაძეს, ამ კორუფციის სახე-ხატს და აღვირახსნილი კორუფციის სიმბოლოს, როდესაც ვწერდი და კანონით ვთხოვდი ინფორმაციის მოწოდებას იმ ფატქებზე, რომლებსაც დღეს ახადეს ფარდა, პასუხებს არ მწერდა და ამით არღვევდა კანონს. თუმცა, კალაძემ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ივანიშვილის საძულველთა სიაში ერთ-ერთი მოწინავეა, ამიტომ ივანიშვილის პირობებშიც ვვარაუდობ, რომ მას გადმოაგდებენ ცხენიდან, ადრე თუ გვიან, მაგრამ თუ მის პირობებში არ მოხდება, დარმწუნებული ვარ იმაში, რომ რეფორმირებული თავისუფალი მართლმსაჯულება დაინტერესდება მისი და მისი მოაგდილეების კორუფციული საქმიანობით და ამას აუცილებლად გაეცემა პასუხი, – განაცხადა ბუაძემ.
