საქართველოს ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს დედა გარდაეცვალა, სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.
“დედიკო გუშინ საღამოს მშვიდად და წყნარად, ქმარ-შვილის თანდასწრებით, წავიდა ამ ქვეყნიდან. ჩემი მზის სხივი გაქრა, ჩემი საუკეთესო მაგალითი. არც ვიცი, როგორ ვიყო, მე ხომ არც ერთი დღე არ მიცხოვრია მის გარეშე ამ დედამიწაზე”, – წერს რულოვსი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.