სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მოვლენების მთავარი ორგანიზატორი იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია.
სუს-ში განმარტეს, რომ მოვლენებს ის ინტერნეტ – აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან.
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტ – აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია“, – განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია დააკავეს. სუს-ში აცხადებენ, რომ ახალია დაკავებულია 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში.
