გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაკავებულია და სუს-ის ბრიფინგი სწორედ ამ საკითხს შეეხება.
უწყებაში ბრიფინგი 19:00 საათზე იყო ჩანიშნული, მოგვიანებით კი 20:00 საათამდე გადაიდო.
პარალელურად, ცოტა ხნის წინ, საპოლიციო ძალები ნუცუბიძის ქუჩაზე, ახალაიას სახლთან მივიდნენ. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია
ცნობისთვის, 10 ოქტომბერს ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტში, ხოლო მისი ცოლი, ანი ნადარეიშვილი სუს-ში დაიბარეს – ორივე საქმე 4 ოქტომბრის აქციას უკავშირდებოდა. ბაჩო ახალაიასგან ხმის ნიმუშიც აიღეს, გამოძიება არკვევდა პროსახელისუფლებო მედია საშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტიკურობას, რომელშიც, თითქოს, ბაჩო ახალაია პაატა ბურჭულაძეს, 4 ოქტომბრის აქციის გეგმებზე ესაუბრება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მედიასთან ჩანაწერის ავთენტურობა უარყო
