პარლამენტის ყოფილი წევრი, ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის, მისი მეგობრის თამაზ მეჭიაურის კლინიკაში მკურნალობის შესახებ სკანდალურ პოსტს აქვეყნებს:
“მოკლედ, რამდენიმე დღეა ხმა არ ამომიღია და ისე ვაკვირდები მოვლენებს ჩემი ძმაკაცის თამაზ მეჭიაურის მკურნალობასთან დაკავშირებით!
მინდა ქრონოლოგიურად გავიხსენოთ, თუ როგორ დაიწყო და გაგრძელდა ყველაფერი:
პირველად რომ მითხრა კოვიდი დამიდასტურდაო, ხელად შევთავაზე ექიმი, რომელმაც მე მომარჩინა, მაგრამ მითხრა – ოჯახის ექიმთან მუდმივი კონტაქტი მაქვს და წამლებიც მომიტანესო. მეორე დღეს რომ დავურეკე არ იყო უკეთესობა, ისევ უთხარი რაღაც არასწორად მკურნალობ, თორემ,უკვე პირველივე დღიდან უკეთესობა უნდა იყოს-მეთქი, ისევ შევთავაზე და გავაფრთხილე – იცოდე, ცნობადი სახე ხარ და ეპიდემიოლოგებს არ ჩაუგდო თავი კლინიკებში-მეთქი, დილით ვურეკავ და უკვე კლინიკაში ვარ, გაუარესება მქონდაო და ზაზამ წამომიყვანა რატიანს (ლევანი) იცნობს და წამოვყევიო, გულში ეგრევე ცუდმა გამიელვა, მაგრამ რავარია უთხრა რამე, მე მხოლოდ ის ვუთხარი – ხომ მოგიყევი თუ როგორ გამოვიქეცი იქედან-მეთქი, მეც რატიანის ნდობამ მიმიყვანა, მაგრამ შემდეგ იქ სხვა რამ ვნახე და წამოვედი სანამ აპარატამდე მიმიყვანდნენ.
ვურეკავდი ყოველ დილით, ყოველ საღამოს და ერთხელ დილით ვხედავ ძალიან უჭირს, ფეხზე დგას და ჭირვეულობს, ვკითხე – უკეთესობა არაა-მეთი? -არც ისეო, ესე იგი არასწორად გმკურნალობენ და წამოდი იქედან, მე მოგხედავ წაგიყვან ექიმთან-მეთქი, არა ემზარ, უხერხულია, ექიმები თავზე მევლებიანო, მეც ასე მევლებოდნენ, მაგრამ მოვიკრიბე იმის ძალა, რომ თავი გადამერჩინა და წამოვსულვიყავი იქედან -მეთქი. ამ საუბრის მეორე დღეს, დილით ვურეკავ “ლაივით” ისევე, წევს ისე მელაპარაკება, მითხრა ძლივს გავათენე, მთელი ღამე ცუდად ვიყავიო, მერე ექიმი არ იყო? არ მოგხედეს-მეთქი? – თავი გადმოაგდო ლოგინზე უიმედოდ ძალიან და მივხვდი, რომ არაფერს კარგს არ უმზადებდნენ. მოკლედ, გადაიყვანეს რეანიმაციაში და ტელეფონი შვილს გადასცეს, ეს სოფოსგან გავიგე უმცროსი ქალიშვილისგან, დაუდგინდა 18 ქულა, ანუ 4 ქულიდან 3-4 დღეში,18 ქულამდე გაექცათ, თუ შეგნებულად მოხდა რამე, ეს წესით შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ, რომ გვქონდეს ნორმალური თავისუფალი ქვეყანა!
ახლობლები (ჯერ სხვა სახელების ხსენებისგან თავს შევიკავებ), დავფაცურდი, ერთ-ერთ კლინიკას მოველაპარაკეთ, სადაც კოვიდზე ძალიან ეფექტურად მკურნალობენ და გაგვიმზადეს ადგილი, მიუხედავად გადატვირთვისა და წამალი, მის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთებული… ვურეკავ ერთ-ერთ შვილს გადაყვანაზე, იქედან სასწრაფოდაა გადასაყვანი-მეთქი, მივიღე უარი, მეორეს უარო, მესამეს უარი, ესე იგი სუყველა ისე ჰყავდათ დარწმუნებული, რომ გადაყვანა საჭირო არ იყო საჭირო, ამ დროს ერთი შვილი მაინც ყოფილიყო ჩვენ ჭკუაზე უეჭველი მივადგებოდი, მაგრამ არ იქნა, არ იქნა იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, შვილებს გადარჩენა უნდათ, მაგრამ ვერც წარმოუდგენიათ ის რაც მე და უამრავ ადამიანს გამოცდილი და ნანახი გვაქვს ამ კოვიდ კლინიკებში!.. მოკლედ, ვეუბნები კოვიდის წამალი მაინც მიეცით -მეთქი, მაგრამ იმ ღამეს ვერ მოხერხდა, მეორე დღეს ავადმყოფობის მე-9 დღე იყო და 9 დღის მერე წამალი არ მოქმედებსო გვითხრეს, მოკლედ, ძლივს ვეღირსეთ ნებართვას წამლის მიცემის (სულაჟერი), რომლის მიღების შემდეგ 2 საათში სატურაციამ წამოიწია და ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკეთესობისკენ შეიცვალა, მეორე, მესამე დღეებში უკვე საჭმელიც ჭამა და თურმე, ახლობლებთან კომუნიკაციას ითხოვდა, ცოცხალი თავით არ დაალაპარაკეს არავის. ისმება კითხვა – მაშინ, როცა პაციენტს ყველაზე ძალიან სჭირდება მორალური მხარდაჭერა, რატომ არ შეიძლებოდა ერთი ზარის უფლების მიცემა? შვილებს უთხრეს, რომ ორშაბათს ერთ-ერთს შეგიშვებთ და ტელეფონის მიტანაც შეიძლებაო, ეს ხდება პარასკევს, შაბათი-კვირა… და ორშაბათს უკვე აპარატზე ხდება გადასაყვანი, მართვით სუნთქვაზე, ამის შესახებ შიგნიდან, სრულიად საიდუმლოდ ვიგებთ, რომ სამჯერ ჰქონდა თუ სამი დღის კაფსული მიღებული, ანუ სანამ წამალს აძლევდნენ გაუმჯობესება იყო და მერე შეუწყვიტეს წამლის მიცემა და წავიდა გაუარესება! ახლა ისმება კითხვა – ღმერთმა არ ქნას, რომ ცუდად დამთავრდეს ეს მკურნალობა… ეს ყველაფერი, რასაც ვყვები, არის თუ არა საფუძველი – სისხლისსამართლის საქმის აღძვრის, უარეს შემთხვევაში კი, შურისძიების???
ძალიან გთხოვთ, ყველამ გავაზიაროთ და ყველამ კომენტარებში მიუთითოთ თქვენი აზრი კორექტულად, სერიოზულ საქმესთან გვაქს საქმე… სერიოზულად და საქმიანად მივუდგეთ საკითხს!
პ.ს.
თამაზ ძმაო, იბრძოლე, შენ მარტო ხარ, კოვიდი და ისინი უხილავი მტერი კაცობრიობის კი ბევრნი, მაგრამ ღმერთი შენ მხარეზეა და ჩვენ ვლოცულობთ შენი გადარჩენისთვის. აგერ, როგორც გვჩვევია ცხვარს ამ შაბათს შევწირავთ შენს სახელზე და ლამპრობას სვანური წესით ვილოცებთ და შენ თავს შევავედრებთ წმინდა გიორგის ვთხოვთ, რომ ევედროს შენი გადარჩენისთვის უფალს!
არ დანებდე!!! უფალს აბარიხარ და შენ აუცილებლად გაიმარჯვებ!!!
დიდება ღმერთს!!!”, – წერს ემზარ კვიციანი “ფეისბუქი”- ის პირად გვერდზე.
ცნობისთვის, თამაზ მეჭიაური კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.
27 იანვარს, სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა თავად გაავრცელა პოსტი და საზოგადოებას აცნობა, რომ COVID-19 დაუდასტურდა.
“კოვიდს ვერც მე გადავურჩი, დღეს დამიდასტურდა…საკონტაქტო პირებს გთხოვთ გაიაროთ ტესტირება…პ.ს. ტანკისტობამ ვერ მიშველა, საავადმყოფოში გადამიყვანეს…,” – დაწერა თამაზ მეჭიაურმა.
https://mix.metronome.ge/25717-2/