შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო გამოცხადებულ უქმე დღეებში, 5 და 6 იანვარს იანვარს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
მათივე ცნობით, სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული 09:30 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ გამოცხადებულ უქმე დღეებში – 5 და 6 იანვარს სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული ჩვეულ რეჟიმში, 09:30 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს.” – ნახსენებია ინფორმაციაში.
