Thursday, December 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

December 25, 2025
ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

“ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა, მაგრამ არც ჩვენ ვართ გამოუცდელები – არ შევყვეთ ფასების გარშემო მათ მიერ შექმნილ ყალბ ნარატივში – დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე: ქურდი მთავრობა გვაღარიბებს” – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია საპატიმროდან წერილს ავრცელებს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებას „მეტი მომხიბვლელობისთვის სთავაზობს სანახაობას – ე.წ. საპარლამენტო კომისიას“.

„ბიძინამ ახალი ტრიუკი ჩაიფიქრა, მაგრამ არც ჩვენ ვართ გამოუცდელები. ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს. თან ეს არის თემა, რომელიც სცდება მხოლოდ პროტესტში ჩართულ ადამიანებს და, ბუნებრივია, ყველას აშინებს. შესაბამისად, ივანიშვილმა გადაწყვიტა, მიმართოს პროპაგანდისტულ ხრიკს და პროდუქტის ფასებზე ყალბი გამოძიება წამოიწყო.

პროდუქტების ფასები ყველას აწუხებს, შესაბამისად, ამ საკითხზე საუბარი ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. თემა კარგადაა შერჩეული.

პროპაგანდისტული ჩარჩოც მოირგეს: „ბოროტი ბიზნესმენებისგან“ გვიხსნის „მზრუნველი“ მთავრობა. მერე რა, რომ ეს ფასები პირდაპირ და 100%-ით ხელისუფლების მოქმედებების შედეგია (არასწორი მაკროეკონომიკა, საგადასახადო პოლიტიკა, კორუფცია, ინვესტიციების შემცირება, პოლიტიკური კრიზისი, ქვეყნის იზოლაცია, სასამართლოს არარსებობა და ასე შემდეგ).

მეტი მომხიბვლელობისთვის კი გვთავაზობენ სანახაობას – ე.წ. საპარლამენტო კომისიას, რომელიც ყოველდღე თითო ბოროტმოქმედს (ბიზნესმენს) გადმოგვიგდებს საჯიჯგნად.

ჩვენთვის ეს მარტივად განჭვრეტადია. ვეღარ მოგვატყუებენ. ამიტომ:

არ შევყვეთ ფასების გარშემო მათ მიერ შექმნილ ყალბ ნარატივში. დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს.

იგივე და მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ერთობლივი შეტევა ქიმიური იარაღით მოწამვლის თემაზე. როგორც ჩვენმა კოალიციამ ისე სხვა პარტიებმა, არასამთავრობოებმა და აქტივისტებმა”,- წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. ირაკლი კობახიძის თქმით, სხვაობას სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი განაპირობებს, რომელიც საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი შეისწავლონ და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. კობახიძემ ასევე, პარლამენტს სთხოვა, საკითხის შესაფასებლად, საპარლამენტო კომისია შექმნას. თავის მხრივ, სუს-მა განაცხადა, რომ სურსათის ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს, ისე როგორც საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, პარლამენტში სპეციალური კომისია შექმნას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გავრცელებული ინფორმაციით, ბაჩო ახალაიასა და მურთაზ ზოდელავას კორპუსთან საპოლიციო ძალების მობილიზებაა
  • “აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება” – “ენერგო-პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს
  • “„რასაც დათესავ, იმას მოიმკი“ – ირაკლი კობახიძე ევროკავშირზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge