დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ “რუსთავი 2”- ის ეთერში პანდემიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მომავალი კვირიდან მოსალოდნელია ინფიცირების შემთხვევების შემცირება.
“ერთმნიშვნელოვნად ვფიქრობთ, რომ პიკში ვართ და ძალიან გვინდა, სწრაფად გადავიაროთ ეს პიკი, სხვადასხვა საერთაშორისო პროგნოზირებით თითქოს გადავლილია, მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ამაში, იმ ციფრებით, რაც არის ყოველდღიურად. ამ კვირაში შემთხვევათა რაოდენობა იმერყევებს, ალბათ, იმავე ფარგლებში და დიდი ალბათობით, იქითა კვირიდან უნდა ველოდოთ, რომ დაიწყებს შემცირებას ახალი შემთხვევების რაოდენობა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “რუსთავი 2” – ის ეთერში საუბრისას.
დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებას, “აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“…რას მელაპარაკები … ყავაში ჩაიხედეთ და იქ ნახეთ, თუ რამე ეპიდემიის მართვის ბერკეტი დაგრჩათ?
ეს უკვე კლოუნადას ჰგავს …. ცირკში ვართ ?! აშკარად ცირკში.
რავი, მე ცირკის ბილეთი არ მიყიდია და თქვენ ?!”, – წერს ფხაკაძე “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.