რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი თინა კანდელაკი დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელსაც ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა სიტყვით გამოვიდა და ვლადიმერ პუტინს პატრიარქი, ილია მეორის ლოცვა კურთხევა გადასცა.
“უკვე 5 წელი გავიდა, რაც საქართველოში არ ვყოფილვარ. ბოლოს ვიყავი 5 წლის წინ და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ შევხვდი სრულიად საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს. ილია ყოველთვის თბილ სიტყვებს მეუბნება და მაშინ მითხრა, გადაეცი ვლადიმერ ვლადიმერის ძეს, რომ მისთვის ვლოცულობ. გავიდა 5 წელი და ასეთი შესაძლებლობა არ მომეცა. დღეს მაქვს – ვლადიმერ ვლადიმერის ძევ – ჯანმრთელობა თქვენ და ჩვენ ყველას, რადგან თუ მთელს მსოფლიოში მორწმუნე ხალხი, რომლებსაც მშვიდობა სურს თქვენთვის ლოცულობენ, ნიშნავს რომ რუსეთი გაიმარჯვებს და მსოფლიოში მშვიდობა იქნება” – თინა კანდელაკი.
