Wednesday, December 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურორი გრიგოლ ლილუაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

December 24, 2025
პროკურორი გრიგოლ ლილუაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პროცესი დაიხურა და ამ ეტაპისთვის არ გახდა საჯარო კონკრეტული პირების სახელები და გვარები, არის ის, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს, სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება და არ მოხდეს რომელიმე პირზე სხვადასხვა ფორმითა და გარემოებით ზეწოლა, აქედან გამომდინარე, დავაყენეთ შუამდგომლობა პროცესის დახურვაზე, – ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პროკურორის თქმით, საქმეში ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდი არის, რაც საკმაოდ კომპლექსური ხასიათის დანაშაულია და ამ მიმართულებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც გამოძიება სრულფასოვნად ჩატარდება, პროკურატურა საზოგადოებას ყველა დეტალს სრულად მიაწვდის.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა გრიგოლ ლილუაშვილის პირველი წარდგენის სხდომა, სადაც ბრალდების მხარე ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის პატიმრობის გამოყენებას.

ბატონმა გიორგი გვარაკიძემ გამართა ბრიფინგი, სადაც დეტალურად განმარტა, თუ რას ედავება პროკურატურა ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილს და დღევანდელ პროცესზე, ბუნებრივია, როდესაც ბრალდების მხარე ითხოვს აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის გამოყენებას, ბრალდების მხარემ უნდა ისაუბროს როგორც აღნიშნული პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივ საფუძველზე, ისე ფორმალურ საფუძვლებზე, რაც საჭიროებს იმას, რომ შევიდეთ გარკვეულწილად მტკიცებულების განხილვაშიც.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმე არის სენსიტიური, მრავალი დეტალი იკვეთება და გამოძიება მრავალი დეტალით მუშაობს, მე მესმის, რომ არის საზოგადოების უდიდესი ინტერესი და ზუსტად ამ ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურებოდა გენერალური პროკურორის მიერ გამართული ბრიფინგი, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება, ძალიან ბევრი დეტალი არის დასადგენი, საკმაოდ აქტიურ ფაზაში ვართ და აქტიურად ვმუშაობთ, აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულებამდე არ გამჟღავნდეს კონკრეტული დეტალები და გამოძიებას მიეცეს შესაძლებლობა, სრულყოფილად იქნეს ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება, არ მოხდეს რომელიმე პირზე სხვადასხვა ფორმითა და გარემოებით ზეწოლა და ვფიქრობ, ეს არის საზოგადოების ინტერესიც, რომ სრულყოფილი გამოძიების შედეგი დაიდოს, აქედან გამომდინარე, დავაყენეთ შუამდგომლობა პროცესის დახურვაზე.

რაც შეეხება დანაშაულის ხასიათს, როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ბრიფინგისას განმარტა, ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდი არის, მათ შორის, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მფარველობის საკითხი, რაც, ბუნებრივია, იწვევს ძალიან დიდ ინტერესს. ეს არის საკმაოდ კომპლექსური ხასიათის დანაშაული, ამ მიმართულებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პროცესი დაიხურა და ამ ეტაპისთვის არ გახდა საჯარო კონკრეტული პირების სახელები და გვარები, არის ის, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება.

გამოკითხული არიან საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები და ამ საქმეში მოიპოვება, მათ შორის, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებები. კონკრეტული პირები, ვინ არიან ამ საქმეში გამოკითხული, მე მათზე არ და ვერ ვისაუბრებ, თუმცა, მას შემდგომ, რაც გამოძიების ინტერესი იქნება სრულად დაკმაყოფილებული, საქართველოს პროკურატურა ამასთან დაკავშირებით მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“, – აღნიშნა პროკურორმა.

ამასთან, პროკურორის თქმით, „გრიგოლ ლილუაშვილს ამ ეტაპისთვის გამოძიებისთვის რაიმე სახის ინფორმაცია მოწოდებული არ აქვს“.

ასევე, პროკურორმა უპასუხა კითხვას, გარდა არსებული ბრალდებებისა, შესაძლოა, გაჩნდეს ბრალდების სხვა ეპიზოდები, რაზეც პროკურორმა უპასუხა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და მიღებული მტკიცებულებების შედეგად იქნება შემდგომი გადაწყვეტილებები.

„რა თქმა უნდა, გამოძიება მიმდინარეობს, რაც დაიდება, რა მტკიცებულებებიც იქნება, დამძიმების კუთხით თუ სხვა მოცემულობას მოგვცემს ობიექტურად ჩატარებული სრულყოფილი გამოძიება, შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა მან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პენსიონერებისთვის სასიხარულო სიახლე ვრცელდება
  • დაჯარიმდება მყიდველიც და გამყიდველიც – საყურადღებო ინფორმაცია მოსახლეობას
  • წყალი 15 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge