მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას სიმსივნე ჰქონდა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ეხმაურება:
“ერთ -ერთ ბოლო სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ გამაოცა. სდხომის დასრულების შემდგომ, საოცარი სიტყვებით მიმართა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს – გაამხნევა, მოტივაცია მისცა და ისე დაარიგა, მხოლოდ დედა რომ შეძლებდა და გაბედავდა. პირობა ჩამოართვა, რომ იცხოვრებს სანიმუშოდ, ასეც იქნება.

დალი მეტრეველი არაერთი გახმაურებული საქმის მოსამართლე გახლდათ. იგი ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოსამართლეც იყო, თუმცა, მძიმე სენთან ბრძოლის გამო, საქმეს ვეღარ გაუძღვა.
2000-2003 წლებში დალი მეტრეველი საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლის თანამდებობას იკავებდა.
2003-2006 წლებში გაგრის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო.
2006-2016 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გახლდათ.
2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
https://mix.metronome.ge/25824-2/
