გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა დახურეს – ამის შესახებ შუამდგომლობა პროცესზე პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა დააყენა.სწორედ სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა პროცესზე სხდომის დახურვა.
ქოლ-ცენტრების ნაწილში გამოკითხული არიან ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან და არ დასახელებულან გენერალური პროკურორის ბრიფინგზე,” – თქვა პროკურორმა მარიამ ბერძენიაშილმა.გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, რობერტ გრიგალაშვილ სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას არ დაეთანხამ იმის მიუხედავად, რომ მას ხელი აქვს მოწერილი გაუთქმელობაზე.სუსის ექს-შეფი სასამართლო პროცესზე არ მივიდა. ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა პროცესზე ბრალდებული მაღალჩინოსნის განცხადება მიიტანა.
