მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ზურაბ მენთეშაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. მენთეშაშვილი, რომელიც გზის გადაკეტვის საბაბით სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული, პროტესტის ნიშნად 54 დღეა შიმშილობს.როგორც მენთეშაშვილმმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის იყო მშვიდობიანი აქციის მონაწილე და რუსთაველის გამზირზე ხალხის გვერდით ყოფნა უხაროდა.
ცნობისთვის, ზურაბ მენთეშაშვილთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების, ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. მენთეშაშვილი ანალოგიური ქმედებისთვის 2025 წლის 24 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, მას სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება.
