დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და უაქციზო სიგარეტის საქმეზე დაკავებული გიორგი კანდელაკი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ბიზნესმენს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 200 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს. პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
შეგახსენებთ, გიორგი კანდელაკი 17 სექტემბერს, 6 სხვა პირთან ერთად დააკავეს. გამოძიების თანახმად, დაკავებულები წლების განმავლობაში კუსტარულად ამზადებდნენ უაქციზო ალკოჰოლურ სასმელებსა და სიგარეტს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გორში საწარმოდან 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო.
