აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6970 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1803 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1825 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილება 0.0022 ლარი შეადგინა.
