Wednesday, December 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უნდა ვიცოდეთ რა არის მაღალი ფასების მიზეზი…” – რას წერს დავით მჟავანაძე

December 24, 2025
“უნდა ვიცოდეთ რა არის მაღალი ფასების მიზეზი…” – რას წერს დავით მჟავანაძე

“უნდა ვიცოდეთ რა არის მაღალი ფასების მიზეზი… კახა ბექაური, რომლის ხელფასი 18 000 ლარია და 22 ბინა აქვს, ფლობს “ორი ნაბიჯის” 33% -იან წილს  და 2020-23 წლებში 45.6 მილიონი ლარის დივიდენდი მიიღო”, – “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი დავით მჟავანაძე სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც შსს-ს მოუწოდებს საქართველოში მაღალი ფასების გამოძიებისკენ.

მისივე თქმით, აუცილებელია ვიცნობდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის წამყვან სუპერმარკეტებს ფლობენ, როგორიცაა ” ორი ნაბიჯი”.

“მაშინ როცა ირაკლი კობახიძე ბოლოს და ბოლოს აღიარებს საქართველოში სასურსათო პროდუქტებზე არსებულ არანორმალურად მაღალ ფასებს, რაზეც წლების განმავლობაში უამრავი ადამიანი მიუთითებდა,
უნდა ვიცოდეთ რა არის ამგვარი მაღალი ფასების მიზეზი და ვინ არის ის ხალხი, რომლებიც ქვეყნის წამყვან სუპერმარკეტებს ფლობენ:
კახა ბექაური, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია ინფო 9 -ს ხელმძღვანელობდა, 2014 წელს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად, ხოლო 2017 წელს კომისიის თავჯდომარედ აირჩიეს.
ბექაური დღემდე ხელმძღვანელობს ამ უწყებას, სადაც მისი საშუალო თვიური ხელფასი 18,000 ლარია.
კახა ბექაური აგრეთვე ფლობს 33% წილს “ორი ნაბიჯის” მაღაზიათა ქსელში. “ორ ნაბიჯს” ქვეყნის მასშტაბით 758 მაღაზია აქვს, რაც მთლიანად სუპერმარკეტების ბაზრის 18.1% შეადგენს.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2020-2023 წლებში კახი ბექაურმა “ორი ნაბიჯიდან” დივიდენდის სახით 45.6 მილიონი ლარის დივიდენდი მიიღო:
2024 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2023 წელს) თანახმად – 18.2 მილიონი ლარი;
2023 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2022 წელს) თანახმად – 14.8 მილიონი ლარი;
2022 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2021 წელს) თანახმად – 8.3 მილიონი ლარი;
2021 წელს შევსებული დეკლარაციის (ასახავს 2020 წელს) თანახმად – 4.3 მილიონი ლარი.
32-გვერდიან ქონებრივ დეკლარაციაში კახა ბექაური უთითებს რომ ის და მისი მეუღლე ფლობენ 22 ბინას, 13 მიწის ნაკვეთს, აგრეთვე 2.1 მილიონი ლარის ღირებულების 7 ავტომობილს,
მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი Range Rover Autobiography არის, რომელშიც ბექაურმა 2022 წელს 602 ათასი ლარი გადაიხადა, ასევე Porsche Panamera GTS, რომელშიც ასევე 2022 წელს ბექაურმა 372 ათასი ლარი გადაიხადა. 2023 წელს კი ბექაურმა Land Rover Defender-ი 326 ათას ლარად შეიძინა.
ცხადია, პროდუქციაზე მაღალი ფასების რეალური მიზეზი ქვეყანაში არსებული მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობა, ტოტალური კორუფცია და უაზრო რეგულაციებია,
რომლის მკაფიო გამოხატულებაცაა კახა ბექაურის შემთხვევა, რომელიც ორი ნაბიჯის 33%-იან წილს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მართავს” – წერს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი დავით მჟავანაძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი კანდელაკი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
  • სალომე ზურაბიშვილი კობახიძის განცხადებას ეხმაურება
  • “თუ ამ ადამიანებს კორუფცია დაუდასტურდებათ, სინანულზე მეტად ბრაზი გვექნება” – ნინო წილოსანი ლილუაშვილის საქმეზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge