“ოცნების” მთავრობა სავაჭრო ქსელის რეპრესიებს იწყებს მაღალი ფასების მომიზეზებით – პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს რითიც ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
“ოცნების” მთავრობა სავაჭრო ქსელის რეპრესიებს იწყებს მაღალი ფასების მომიზეზებით.
ფასების ზრდის მთავარი მიზეზი არის ხელისუფლების არასწორი ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკა.
კობახიძის მოწოდება სამართალდამცავებისადმი, რომ მიხედონ სუპერმარკეტებში ფასების ზრდას, არის რეპრესიების გაფართოება ბიზნესსფეროში და საბჭოთა “ობეხეეს-ის “ სისტემის რეანიმაცია. შემდგომი ნაბიჯი ბიზნესზე სახელმწიფო კონტროლის დამყარება იქნება, როგორც ეს ბელორუსში და სხვა მსგავს ქვეყნებშია. მალე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის იდეებს “სახელმწიფო კაპიტალიზმის” იდეოლოგიით ჩაანაცვლებენ.
სახელმწიფო რესურსების ტოტალური ძარცვა და ელიტური კორუფცია, რასაც თავად აღიარებენ შიდაპოლიტიკური რეპრესიების პროცესში, ფასების ზრდის ერთ-ერთი მიზეზია” – წერს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში სურსათის პროდუქტი უფრო ძვირია ვიდრე ევროპაში და აღნიშნული კომპანიების მოგების მარჟას დააბრალა. მან შსს-ს მოუწოდა, რომ საკითხი შეისწავლოს.
