რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე აქვეყნებს საკუთარ ფოტოს და ირონიული სახის პოსტს წერს:
“არ შეშინდეთ! ვიღაც ვერაგმა (მყავს ასეთები – როგორც ყველას) იხელთა დრო და გადამიღო! არავის არ ვემუქრებოდი, რეპეტიციაზე ვასწავლიდი მსახიობს როგორ უნდა ეჭიროს თოფი! – მეცინება: რა თავხედი ვარ, თოფი ხელში არ მჭერია და სხვებს ვასწავლი?! გადამიღო და გამომიგზავნა! მადლობა!
ვიცი, ვიღაცა შუბლს გამიხვრეტს! ბარაქალა შენ, ძმაო! ოღონდ არ დააგვიანო და კარგად დამიმიზნე! აბა, ჰე!”, – წერს სტურუა “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.

