Tuesday, December 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დანაშაული, რასაც მედავებიან არის ის, რომ უცხოელებს ველაპარაკები და ხალხს ვეუბნები, პროტესტისთვის ქუჩაში გამოვიდნენ”- ჯაფარიძე

December 22, 2025
“ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ ქართველი ხალხის ძალა გამოიყვანს წერას”- ზურაბ ჯაფარიძე

“ჩემი დანაშაული, რასაც მედავებიან, არის ის, რომ უცხოელებს ველაპარაკები და მეორე დანაშაული არის ის, რომ ხალხს ვეუბნები, პროტესტისთვის ქუჩაში რაც შეიძლება ბევრნი უნდა გამოვიდნენ”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ჯერ არ იცის, გადაიხდის თუ არა სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ გირაოს, რომელიც 30 ათასი ლარია.

“გირაოზე ჯერ არ მაქვს პოზიცია, რაღაცები მაქვს მოსაფიქრებელი. გირაოს გარდა, პასპორტს და პირადობას მართმევენ, ვითომ ქვეყნიდან არ გავიქცე.

ეს ყველაფერი ერთადერთს, რასაც შემიძლია დავუკავშირო, არის დღევანდელი ბრიფინგი, რომელიც ეხებოდა შარშან ადამიანების სისტემურ წამებასა და ქიმიური ნივთიერების გამოყენებას, მასალები გადავაგზავნეთ ცხრა საერთაშორისო ორგანიზაციაში, სადაც შეიძლება საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნას. ერთადერთი ლოგიკა ეს არის იმიტომ, რომ ვერ ვხვდები, პარასკევს დილის 8:00 საათზე გამომიშვეს საპატიმროდან და ამბავი თუ ის იყო, რომ გარეთ ვარ და აღკვეთის ღონისძიება არ არის ჩემს მიმართ, მაშინ პარასკევსვე გააკეთებდნენ, რა პრობლემა იყო? თუ პარასკევს არა, შაბათსაც გააკეთებდნენ, თუ არა და დღეს დილითაც გააკეთებდნენ. 15:00 საათზე იყო ბრიფინგი და ორ საათში დაიწყეს რეკვა, რომ სასამართლო არის აღკვეთის ღონისძიებაზეო. ერთადერთი, რასაც შემიძლია დავუკავშირო, ეგ [ბრიფინგი] არის, სხვა უბრალოდ თავში არაფერი არ მომდის.

მაღალი ალბათობით, ეგ არის თემა, რომელიც ძალიან აწუხებთ იმიტომ, რომ ძალიან მაღალი ალბათობით, დანაშაული აქვთ ჩადენილი და, შესაბამისად, მაგ თემასთან შეხება მათთვის არის სერიოზული პრობლემა. ჩემი აზრით, მაგას აჩვენებს ეგ ყველაფერი”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა. ასევე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს დამატებით საგამოძიებო უწყებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ახალი ბრალი წაუყენა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინა, რაც “საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას” გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები
  • ასტროლოგი უახლოესი 1 თვის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშანს ასახელებს
  • “ბოდიშს გიხდით ამ ქოთი და ძააან ბანძი ვიდეოს გამო”- ვიკა ბუკია ბერა ივანიშვილის ვიდეოს ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge