აშშ-ში იუტას შტატში მცხოვრებ 30 წლის ქალმა მშობლები დახოცა. ამის გამო მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
საქმის მასალების მიხედვით, ქალმა 2024 წელს სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 70 წლის მამა და 69 წლის დედა. თავდასხმის შემდეგ მან ძმის საძინებელშიც გაისროლა, რის გამოც მას ძმის მკვლელობის მცდელობის ბრალდებაც წაუყენეს. ქალი მეორე დღეს დააკავეს და საერთო ჯამში 11 ბრალდებით გაასამართლეს.
განაჩენი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ბრალდებულმა მშობლების მკვლელობაში თავი დამნაშავედ ცნო და დაადასტურა, რომ დანაშაული განზრახ ჩაიდინა. დაცვის მხარე სასამართლოს ერთდროული სასჯელების დანიშვნას სთხოვდა, ბეილის ფსიქიკური ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე მითითებით, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოში ასევე ისაუბრა ბეილის ძმამ, რომელმაც განაცხადა, რომ დანაშაულს ხელი შეუწყო ბრალდებულის ფსიქიკურმა კრიზისმა და არასათანადო სამედიცინო მკურნალობამ. თავად ბეილიმ კი განაჩენის გამოცხადებისას ოჯახს ბოდიში მოუხადა.
