Saturday, December 20, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა წერია საქართველოზე ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის მერვე ანგარიშში

December 19, 2025
რა წერია საქართველოზე ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის მერვე ანგარიშში

ევროკომისია ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მერვე ანგარიშს აქვეყნებს.

ევროკომისია ხაზგასმით წერს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში საქართველომ, შესაძლოა, სრულად დაკარგოს უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში.

აღნიშნულია, რომ ეს, პირველ ეტაპზე, შეეხებათ დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს – მათ, ვინც ” უპირატესად არიან პასუხისმგებელნი კომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე.” ხოლო, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადაჭრის არსებულ პრობლემებს, უვიზო მიმოსვლის შეჩერება ქვეყნის მთლიან მოსახლეობაზე გავრცელდება.

“იმის გათვალისწინებით, რომ დემოკრატიული უკუსვლა სისტემურ და მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს, კომისია განიხილავს შესაბამისი ზომების მიღებას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შევა.

ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე ვიზების შეჩერება შესაძლოა შეეხოთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც უპირატესად არიან პასუხისმგებელნი კომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე. ამჟამად მოქმედი წესებისგან განსხვავებით, ახალი რეგულაცია უზრუნველყოფს შეჩერების მექანიზმის ერთგვაროვან გამოყენებას ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის დონეზე აღდგება სავიზო მოთხოვნა ამ ჯგუფებისთვის, ორმხრივი (ბილატერალური) სავიზო გამონაკლისები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის აღარ იქნება შესაძლებელი.

მეორე ეტაპზე, თუ საქართველოს ხელისუფლება კვლავ არ გადაჭრის არსებულ პრობლემებს, შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს. საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა სრულად დაკარგოს უვიზო მიმოსვლის სტატუსი და გადაინაცვლოს იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირი ვიზას სთხოვს“, – წერს ევროკომისია.

ანგარიშში საქართველოს შესახებ მოცემული თავი 6 პუნქტად არის დაყოფილი:

1. სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად, „ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის“ ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციებისა, საქართველომ 2021-დან 2024 წლამდე არ მიაღწია პროგრესს სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაში.

განსაკუთრებით აღნიშნულია ის ფაქტი, რომ 2024 წლის აპრილში ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ კიდევ უფრო გაზარდა განსხვავება საქართველოსა და ევროკავშირის სავიზო რეჟიმებს შორის.

“ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან დაახლოება არის ძირითადი მოთხოვნა ევროკავშირის სამეზობლოში მყოფი ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც სარგებლობს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით. ამ სფეროში ხელშესახები პროგრესის მუდმივი არარსებობა აჩვენებს საქართველოს, როგორც უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნის, მხრიდან ვალდებულებების შესრულების ნაკლებობას ევროკავშირის მიმართ”, – წერია ანგარიშში.

2. არალეგალური მიგრაციის ტენდენციების, საერთაშორისო დაცვის შესახებ განაცხადების, დაბრუნებისა და რეადმისიის მონიტორინგი

კომისიის ანგარიშში წერია, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საერთაშორისო თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით 40%-ით შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალ დონეზე რჩება – წარდგენილია 14,530 განაცხადი (2023 წელს 24,350)

მინიმალურია საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის შემთხვევები – 2023 წელს 10 შემთხვევა, 2024-ში – 29. თუმცა მაღალია ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა – 20 200 ადამიანი. გაერთიანების ტერიტორიაზე შესვლაზე კი უარი ეთქვა 4 460 ქართველს.

3. თანამშრომლობა მიგრაციის, საზღვრის მართვისა და რეადმისიის სფეროში

ევრკომისია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას – შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების უწყებებთან ევროკავშირის თანამშრომლობის ფორმების უმეტესობა შეჩერდა.

ევროპული საბჭოს 2024 წლის ივნისის დასკვნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების გამო შეჩერდა ევროკავშირთან თანამშრომლობის უმეტესი ფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების უწყებებთან. Frontex-თან თანამშრომლობა აქტიური რჩება, თუმცა სამომავლოდ ამ შეთანხმების განახლება აღარ იგეგმება.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაცია ევროკავშირში მაღალია, განსაკუთრებით სამედიცინო მომსახურებისა და თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით. ამას ასახავს 2024 წელს შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების ზრდა.

უსაფრთხოების ახალ რისკებს შორის ნახსენებია საქართველოში ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაკადი, რამაც მიგრაციული ზეწოლა და მიგრანტთა უკანონო გადაყვანის რისკი გაზარდა. 2024 წლის აპრილში მიღებულ იქნა ცვლილებები კანონმდებლობაში, რითაც სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდა მიგრანტთა უკანონო გადაყვანა.

ხაზგასმულია, რომ 2025 წლის ივნისში მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ წვრილმანი ხულიგნობა ან პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა შესაძლოა გახდეს გაძევებისა და შესვლის აკრძალვის საფუძველი. კომისია წერს, რომ ამ ცვლილებების კონტექსტმა შეშფოთება გამოიწვია უფლებადამცველებში, რადგან მსგავსი ნორმები გამოიყენება საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ.

4. თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში

2024 წლის განმავლობაში საქართველომ შეინარჩუნა აქტიური თანამშრომლობა ევროპოლთან, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის კუთხით, და მიაღწია პროგრესს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში (MONEYVAL), თუმცა კვლავ საჭიროა FATF-ის რეკომენდაციების სრულად შესრულება.

ანგარიშში ნახსენებია დოკუმენტების უსაფრთხოების გასაძლიერებლად არაბიომეტრიული პასპორტებისა და არაელექტრონული პირადობის მოწმობების ხმარებიდან ამოღების შესახებ.

ევროკომისია დოკუმენტში სერიოზულ გამოწვევად აღიქვამს რუსული გავლენების არსებობას, რაც უკავშირდება საქართველოში 160 000-მდე რუსეთის მოქალაქის დასახლებას, პირდაპირი ფრენების ზრდას და აეროპორტების სატრანზიტო ჰაბად გამოყენებას.

ევროკავშირი შეშფოთებულია, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების გამო უსაფრთხოების რისკების ზრდით. გარდა ამისა, სისტემურ სისუსტედ მიიჩნევა საქართველოს მოქალაქეების მიერ სახელითა და გვარის ხშირი ცვლილების შესაძლებლობა, რაც ცალკეულ პირებს ევროკავშირში შესვლის აკრძალვებისთვის გვერდის ავლის საშუალებას აძლევს.

5. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

ევროკავშირის რეკომენდაციები საქართველოსგან მოითხოვდა აქტივების დაბრუნებისა და მართვის სპეციალიზებული სამსახურების შექმნას, აგრეთვე ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის მიღებას, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობდა მაღალი დონის კორუფციული საქმეების გამოძიებას.

ევროკომისიის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ფუნქციები პროკურატურასა და ქონების ეროვნულ სააგენტოს აბარია, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ერთიანი და ეფექტური ინსტიტუციური ჩარჩო კვლავ არ არსებობს.

ამასთან, ახალი სტრატეგიის ამოქმედება მხოლოდ 2026 წლისთვის გადავადდა, რაც ანგარიშის მიხედვით ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ამ ეტაპზე კორუფციასთან ბრძოლის ყოვლისმომცველი ხედვა არ გააჩნია.

კომისიის თქმით, ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ანტიკორუფციული ბიუროს გარშემო არსებ

ული მდგომარეობა. ევროკავშირისა და ვენეციის კომისიის კრიტიკის მიუხედავად, ბიუროს დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გარანტიები კანონმდებლობით ვერ იქნა უზრუნველყოფილი უზრუნველყვეს.

ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება და მისი ფუნქციების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადაცემა კი, ევრკომისიის მიერ შეფასებულია, როგორც უკუსვლა.

“ამ მოვლენების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ მეშვიდე ანგარიშში გათვალისწინებული ანტიკორუფციული რეკომენდაციები შეუსრულებელი რჩება და საქართველოში მთლიანობის ჩარჩო კიდევ უფრო განვითარდა ევროკავშირის სტანდარტებთან არათანმიმდევრული მიმართულებით”, – ნათქვამია ანგარიშში.

6. ფუნდამენტური უფლებები

ევროკომისია წერს, რომ 2024 წელს მიღებულმა კანონებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება გამოიწვია, რადგანაც ეს კანონები გაერთიანებაში ადამიანის ფუნდამეტურ უფლებებთან შეუსაბამოდ იქნა მიჩნეული. ხაზგასმულია, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებმა დარტყმა მიაყენა ადამიანის დემოკრატიულ უფლებებს, რის გამოც ევროპულმა საბჭომ ქვეყნის გაწევრიანების პროცესი შეჩერებულად გამოაცხადა.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 2028 წლამდე ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებამ გამოიწვია გაერთიანების 19 ქვეყნისა და ნორვეგიის მიერ აქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნის აღდგენა.

კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არამხოლოდ არ გაითვალისწინა ევროკავშირის რეკომენდაციები სადავო კანონების გაუქმების შესახებ, არამედ პირიქით, საკანონმდებლო დონეზე კიდევ უფრო შეზღუდა კრიტიკული აზრი, მედიის თავისუფლება და სამოქალაქო სექტორის საქმიანობა.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია, რომ 2024 წლის არჩევნებისა და გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდეგ დაწყებული მასშტაბური საპროტესტო აქციებზე დაფიქსირდა სამართალდამცავთა მხრიდან ძალის უკანონო და გადამეტებული გამოყენება, მათ შორის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები.

ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ მაშინ, როცა ძალადობაში მონაწილე არცერთი პოლიციელი არ დასჯილა, მომიტინგეებსა და ოპოზიციონერებს არაპროპორციულ სასჯელებს უსჯიან, რაც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციაზე მიუთითებს.

ანგარიშის მიხედვით, სისტემური უკუსვლა ფიქსირდება სხვა მიმართულებებითაც, კერძოდ, 2025 წლის აპრილში განხორციელებული ცვლილებებით, რომლითაც საკანონმდებლო ტექსტებიდან ამოიღეს ტერმინები „გენდერი“ და „გენდერული იდენტობა“. ეს ნაბიჯი ფასდება როგორც მნიშვნელოვანი დაშორება საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროკავშირის თანასწორობის პრინციპებთან.

გარდა ამისა, ევროკომისია აცხადებს, რომ ქვეყანას პროგრესი არ უჩვენებია პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის დაახლოების კუთხითაც, რაც კიდევ უფრო აძლიერებს შეშფოთებას საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგომარეობის შესახებ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • ცნობილი ქართველი მხატვარი გარდაიცვალა
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge