თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში, მაჩაბლის ქუჩაზე ტურისტი, სავარაუდოდ, ბრმა ტყვიით დაიჭრა – ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით იარაღი სასტუმროს მეპატრონეს ეკუთვნის. ბიზნესმენი იარაღს წმენდდა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ასხლეტილი ტყვია ერთ-ერთ ნომერში მყოფ თურქეთის მოქალაქეს მოხვდა. დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე კლინიკიდან უკვე გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
