Thursday, December 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მინდა ხალხმა და ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ მამამისი კრიმინალი კი არ არის – პატრიოტია” – ლევან ხაბეიშვილი სასამართლო დარბაზში

December 18, 2025
“ეს ადამიანი ჩემთვის აქტუალური და საინტერესო არ არის. მე მისგან არასდროს არაფერი მომითხოვია” – ვისზე საუბრობს ლევან ხაბეიშვილი?

მე რომ გითხრათ, თუ თქვენ სამართლიანად განსჯით ყველა თქვენ საქმეს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება თქვენი ხელფასი იქნება ორმაგი, ხუთმაგი ეს არის დანაშაული?  – ამ სიტყვებით მიმართა სასამართლო დარბაზში ლევან ხაბეიშვილმა მოსამართლეს.

“მე წლების განმავლობაში ვეწევი პოლიტიკურ საქმიანობას და უამრავი საჯარო განცხადება მაქვს გაკეთებული, რომელიც უკავშირდება ხელისუფლების მამხილებელ განცხადებებს, მათ შორის კორუფციაში, ძალადობაში და ა.შ. დროტა განმავლობაში ესენი ხდებოდა, უი ეს მართალი ყოფილაო. სარგებელი რომ მდომოდა, ახლა აქ არ ვიქნებოდი. ამ გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი პარლამენტარი ვიქნებოდი. სარგებელის მიღება რომ მდომოდა, ახლა 16 ათასი ხელფასი მექნებოდა, პარლამენტშიც ვიქნებოდი და სხვადასხვა ფუფუნების საგნებზე უარს არ ვიტყოდი. მოვიწყობდი ცხოვრებას და ვიქნებოდი კარგად. ჩემი შეგნებული ცხოვრებიდან გამომდინარე ეს არ გავაკეთე.

შეიძლება მომისაჯოთ – 7, 9, 14. ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა კი არა, ეს წამებასთან გათანაბრებული მოპყრობააა. დარჩით თქვენ თავთან მარტო და იფიქრეთ, როგორია 7 წელი გაატარო სამარტოო საკანში.

ათას სისაძაგლეზე გეფიქრება…. რომ გააღონ კარი და დაგიმატონ კიდევ რაღაც…წლების წინ გითქვამსო? – ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა… გრენდაიზერი კი არ ვარ, მე ვიცი, რომ ეს არის ტვირთი, რომელიც თავად ავიკიდე და ბოლომდე უნდა მივიყვანო… თავს უფლებას ვერ აძლევ, რომ გისჯიან შვიდ წელს გემუქრებიან, 7 წელი გაგიშვებ ციხეშიო… ეს ჩემი ტვირთია, თორემ როგორ შეიძლება ქრთამად ჩაითვალოს პოლიტიკოსის საჯარო დაპირება…

მე რომ გითხრათ [მოსამართლეს – რ.თ] თუ თქვენ სამართლიანად განსჯით ყველა თქვენ საქმეს როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება თქვენი ხელფასი იქნება ორმაგი, ხუთმაგი ეს არის დანაშაული? – აბსოლუტურად იდენტურია. თუ ეს დანაშაულია დამიმატეთ მუხლები… მე პენსიონრებს ვპირდებოდი, რომ მოპარულ ფულს დავუბრუნებდი… მე პედაგოგს დავპირებივარ, რომ მოემსახურეთ ბავშვებს, ქვეყანას და მიიღებთ უფრო მეტს, ვიდრე იღებთ…რა განსხვავებაა
მტკიცებულებები კი არა, სასაცილოა, ჩემი საჯარო გამოსვლებია…
ქრთამის შეთავაზება ვიცი მე ჩუმი…ესეც ჩემი ქონებაა[შლის ფურცელს], ირაკლი ნადირაძის ლექცია, ფულის ნაცვლად ასეთ რაღაცებს ვინახავ…

ამ რეჟიმის პირობებშიც კი, რომელიც მე რეჟიმად მიმაჩნია, დაზარალებული ვარ ორ საქმეში, ერთი – საკრებულოში დამლაგებლების ხელფასის მომატებას ვითხოვდი და დამესია ქოცბანდა და იქ დაზარალებულად ვარ ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მეც აღმიძრეს სახე…

ადამიანები, რომლებიც მე დამესხნენ თავს, სამივეს ამნისტირებაზე პირადად მოვაწერე ხელი, გულში კი არ ჩამიდია ბოღმა…
მეორეჯერად ვარ დაზარალებული, როცა იმ გდდ-ს თანამშრომლებმა, რომლებსაც ვპირდებოდი არ სცემოთ, აწამოთ, დაასახიჩროთ, მე მაწამეს, მე სამართალი ვერ ვიპოვე… მე უნდა ვიჯდე კარცერში და.. ის ხალხი დავასახელე მეორე დღესვე სახელით და გვარით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დალეწილმა და დანგრეულმა, ცალი თვალით ვერ ვიყურებოდი…. ის ხალხი თავისუფალია…

აქციაზე ადმინისტრაციულიც კი არ მაქვს, არათუ ნასამართლეობა… იმ გდდ-ს თანამშრომლებს რას ვეუბნებოდი? – არ მოიქცეთ უკანონოდ….თუ სადმე ნახავთ წინადადებათა წყობას – თქვენ არ შეასრულოთ თქვენი უფლებამოსილება და ამის გამო მე ჩემი ჯიბიდან გადაგიხდით, მე ვიტყვი, რომ ვაღიარებ დანაშაულს…

მინდა ხალხმა და ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ მამამისი კრიმინალი კი არ არის – პატრიოტია”.- განაცხადა ხაბეიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • Facebook-ზე დაწერილი კომენტარისთვის მიხეილ შალვაშვილს ნინო ენუქიძემ 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
  • წყალი 16 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge