კახეთში რამდენიმე მოქალაქეს მაგისტრალის მშენებლობის გამო ქონებას იძულებით ჩამოართმევენ. ამის შესახებ ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებაშია აღნიშნული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-საგარეჯო და საგარეჯო-ბაკურციხის საავტომობილო გზის (ლოტი III) გაუმჯობესების პროექტი, რაც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად უნდა ჩაითვალოს. აქედან გამომდინარე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს უნდა მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ ქონებაზე. გამოცემა წერს, რომ ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) ექვემდებარება.
“ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება“ – ნათქვამია ბრძანებაში.
