Thursday, December 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ვინც ამბობს, რომ მედიას ვდევნით, ერთხელ საქართველოში უნდა ჩამოიყვანო” – ირაკლი ქადაგიშვილი

December 18, 2025
“ვინც ამბობს, რომ მედიას ვდევნით, ერთხელ საქართველოში უნდა ჩამოიყვანო” – ირაკლი ქადაგიშვილი

ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით თითქოს ხომ ასაგდები თემა იყო, რომ ევროპაში გეი პროპაგანდას არავინ გვთხოვსო – პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ეს მათი ფსევდო-მახინჯი ლიბერალური დღის წესრიგის აუცილებელი პირობაა, რომ აქ გეი დროშა რაც შეიძლება ამაყად, მაღლად უნდა ფრიალებდეს და ეს ჩვენი ცხოვრების განუყრელი იდეოლოგიური თუ ფასეულობითი ნაწილი უნდა იყოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საბჭოს განცხადებაში არსებული კიდევ ერთი თემა, რომელიც დაკავებულ მოქალაქეებს შეეხებოდა, ამტკიცებს, რომ მათ სასამართლო სისტემის აღიარება არ უნდათ.

„ვინც იმ განცხადებას აკეთებს, რომ მედიას ვდევნით, ერთხელ საქართველოში უნდა ჩამოიყვანო, პარლამენტში მოიყვანო, ამ ტრიბუნასთან დააყენო და დაინახავს „მედიის დევნის“ საუკეთესო მაგალითს. უნდა მოასმენინო როგორ ესაუბრება მედია პრემიერ-მინისტრს თუ თანამდებობის პირებს და დაინახავენ ვინ არის დევნის ქვეშ.

რაც შეეხება პატიმრებს – როდესაც ადამიანებს შენ სახელმწიფო გადატრიალებისკენ და პრეზიდენტის სასახლის შტურმისკენ მოუწოდებ და შემდეგ ამას კანონის შესაბამისი პასუხი გაეცემა, ის არ არის პოლიტპატიმარი, სინდისის პატიმარი ან უკანონო პატიმარი. საქართველოში მყოფ ყველა პატიმართან დაკავშირებით აბსოლუტურად ღია სასამართლო პროცესი ჩატარდა – ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მათ სასამართლო სისტემის აღიარებაც არ უნდათ. ეს არის მათი სახე, რომ ერთი მიზანი აქვთ: ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება რადაც არ უნდა დაუჯდეთ.

ასევე გვეუბნებიან, რომ ოჯახური ღირებულებების კანონი უნდა გავაუქმოთ. ამ ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით თითქოს ხომ ასაგდები თემა იყო, რომ ევროპაში გეი პროპაგანდას არავინ გვთხოვსო – პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ეს მათი ფსევდო-მახინჯი ლიბერალური დღის წესრიგის აუცილებელი პირობაა, რომ აქ გეი დროშა რაც შეიძლება ამაყად, მაღლად უნდა ფრიალებდეს და ეს ჩვენი ცხოვრების განუყრელი იდეოლოგიური თუ ფასეულობითი ნაწილი უნდა იყოს.

გვეუბნებიან, რომ გამჭვირვალობაა დაუშვებელი, რადგან გამჭვირვალობის და მედიამრავალფეროვნების პირობებში ადამიანი ინფორმირებული ხდება. ინფორმირებული ადამიანი კი სასაკლაოზე ძნელი გასარეკია. ამიტომ, ეს ინფორმირებულობა და გამჭვირვალობა, ამ შემთხვევაში, ევროპული ფასეულობა აღარ გახდა.

გვეუბნებიან, რომ პატივს სცემენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. რას სცემენ პატივს, როცა ოკუპირებულ ქვეყანას გვეუბნებიან, რომ რუსეთს სანქციები დაუწესე, რომ არამარტო შენი ეკონომიკა არამედ შენი ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიების რუსეთთან პირდაპირ შეერთება გამოიწვიო. რუსეთი მარტო ეკონომიკური სანქციით შემოიფარგლება და ცხინვალს არ შეიერთებს? აქ არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა? ეს ხომ ფარატინა ქაღალდია უკვე, რომელიც იქ მოლაპარაკეებს არ აინტერესებთ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 16 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “მინდა ხალხმა და ჩემმა შვილებმა იცოდნენ, რომ მამამისი კრიმინალი კი არ არის – პატრიოტია” – ლევან ხაბეიშვილი სასამართლო დარბაზში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge