“მე ვარ დასანქცირებული. რატომ ვარ მიუღებელი?! მე ხომ არაფერი დამიშავებია?! იმიტომ ვარ მიუღებელი, რომ მე ვარ განსხვავებული” – ამის შესახებ თეა წულუკიანმა გუშინ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, სანქციები არის მისი მიუღებლობა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ის განსხვავებულია და ისე არ აზროვნებს, როგორც სხვები. სანქციები კი იმის მცდელობაა, რომ ის წნეხში მოაქციონ.
„მე ვარ დასანქცირებული. ჩავთვალოთ, რომ მე დღეს არ მიკეთია ბროში, მაგრამ რომ მიკეთია [ხოლმე], მის მაგივრად მიკეთია ყვითელი ვარსკვლავი, ვთქვათ, თუ ჩავთვლი, რომ სანქცია არის ჩემთვის ყვითელი ვარსკვლავი, რომ ვარ მე მიუღებელი.
რატომ ვარ მიუღებელი?! მე ხომ არაფერი დამიშავებია?! იმიტომ ვარ მიუღებელი, რომ მე ვარ განსხვავებული, რომ მე მაქვს განსხვავებული აზრი, რომ მე არ გეთანხმები, რომ მე გაკრიტიკებ, რომ მე ისეთი რიტორიკა მაქვს, რომელიც შენ გაწუხებს. გეუბნები, რომ მე, ევროპელი, ქართველი, რომელიც შენთან ერთად გავიზარდე, ბატონი მაკრონი ჩემზე უმცროსია, ჩემს შემდგომ კურსზე იყო […] ერთად გავიზარდეთ, ერთ ევროპაში, ერთ ღირებულებებზე, მე დღეს ვფიქრობ, რომ რაღაც არ არის კარგად, რომ ორგანიზმში არის ვირუსი და შენ ეს არ მოგწონს და მომაკარი იარლიყი სანქციის სახით. ევროპაში იარლიყების ეპოქა დგება. იარლიყების ეპოქა ყველა ქვეყანაში არის საშიში ეპოქა. იარლიყს, მე და საქართველოს ჩემნაირი მოქალაქეები ყველაფერს ავიტანთ იმიტომ, რომ ვიცით, რისთვის კეთდება ეს და რატომ არ უნდა გვეშინოდეს ამ იარლიყის…“ – ამბობს თეა წულუკიანი.
