საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის შვილი, ზაზა მეჭიაური საზოგადოებას, სამედიცინო პერსონალს სოციალური ქსელის მეშვეობით თანადგომისთვის მადლობას უხდის.
“მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ მამას ჯანმრთელობის მდგომარეობა. დიდი მადლობა სამედიცინო პერსონალს ბატონი ლევან რატიანის ხელმძღვანელობით, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მადლობა ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს და ბატონ ამირან გამყრელიძეს თანადგომისთვის. მჯერა, რომ შეეწევა პატრიარქის ლოცვა და ყველაფერი კარგად დასრულდება”, – წერს მეჭიაური “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
ცნობისთვის, ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური კორონავირუსის გართულების გამო ჰოსპიტალიზებულია. მეჭიაურის მდგომარეობა დღეს დამძიმდა, მას ფილტვების მნიშვნელოვანი დაზიანება აქვს.
https://mix.metronome.ge/25701-2/
