Wednesday, December 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პაატა ბურჭულაძის ერთადერთი დანაშაული გახლავთ, რომ პატრიოტია” – ცნობილი რეჟისორის გამოსვლა მონაკოს პარლამენტში

December 17, 2025
“პაატა ბურჭულაძის ერთადერთი დანაშაული გახლავთ, რომ პატრიოტია” – ცნობილი რეჟისორის გამოსვლა მონაკოს პარლამენტში

“პაატა ბურჭულაძის ერთადერთი დანაშაული გახლავთ, რომ პატრიოტია” – ამის შესახებ მსოფლიოში აღიარებულმა რეჟისორმა, მონტე კარლოს თეატრის სამხატვრო მრჩეველმა და მონაკოს ეროვნული საბჭოს წევრმა ჟან ლუი გრინდამ, გუშინ, მონაკოს პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.

მისი თქმით, პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკური შეხედულებები აქვს და ამავე დროს, ეს შეხედულებები სახალხოდ გამოთქვა, რის გამოც უკვე სამი თვეა, რაც გისოსებს მიღმა იმყოფება.

ჟან ლუი გრინდამ საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა და სთხოვა ევროპის საბჭოში მის ავსტრიელ კოლეგას დაელაპარაკოს, რათა აჩვენონ, რომ “ბატონ ბურჭულაძეზე ზრუნავენ”.

ძალიან ვღელავ… ვღელავ, რადგანც დიდ ხელოვანის შესახებ უნდა ვისაუბრო და გარწმუნებთ, რომ მხოლოდ ჩემს პირად მოსაზრებას გამოვხატავ.

ეს დიდი ხელოვანი პაატა ბურჭულაძეა, რომელიც დღეს ციხეშია გამომწყვდეული. მისი ერთადერთი დანაშაული გახლავთ, რომ პატრიოტია, აქვს პოლიტიკური შეხედულებები და ამავე დროს, ეს შეხედულებები სახალხოდ გამოთქვა. უკვე სამი თვეა, რაც ბატონი ბურჭულაძე გისოსებს მიღმა იმყოფება. განაჩენი, რომელსაც ის ელოდება, 7 თვეში გახდება ცნობილი და მას, დიდი ალბათობით, 9 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

აი, ისიც, მხრებზე მოხვეული ქართული დროშით. ბატონი ბურჭულაძე, უდიდესი ხელოვანია! მას მთელ მსოფლიოში იცნობენ. მის ზნეობრივ და ადამიანურ თვისებებს ყველა ერთხმად აღიარებს. არ მგონია, რომ დემოკრატიის პირობებში პოლიტიკური მოწინააღმდეგის ადგილი ციხეში იყოს. მით უფრო, როდესაც ის 70 წლისაა და ემუქრება 9 წლით პატიმრობა. დღეს მე ვსაუბრობ ადამიანზე, რომელთან ერთადაც მიმუშავია. ის არ არის მონაკოს მოქალაქე, მაგრამ ევროპელია. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს. საქართველოს მოაქალაქეობასთან ერთად, ის ავსტრიის მოქალაქეცაა. თუმცა პაატა ბურჭულაძემ გადაწყვიტა, არ დარჩენილიყო ავსტრიაში და თავის ძვირფას სამშობლოში საბრძოლველად დაბრუნებულიყო.

დღეს საღამოს ის ჩემს ყურადღებას იმსახურებს, მინდა თვალებში ჩავხედო  და ვუთხრა, რომ ის მთელი საოპრო სამყაროს ყურადღების ცენტრშია.

ქალბატონო (მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრს Isabelle Berro-Amadeï  ) გთხოვთ, რომ მიმართოთ ევროპის საბჭოს. მაგალითად, დაელაპარაკოთ თქვენს ავსტრიელ კოლეგას არა იმისთვის, რომ მხარში ამოუდგეთ, არამედ აჩვენოთ, რომ ბატონ ბურჭულაძეზე ზრუნავენ, თუნდაც ამ პარლამენტში, ისევე, როგორც, თავის დროზე, ბატონ გიომ როზთან ერთად, მე ალექსანდრე ნავალნის დრამატულ გარდაცვალებაზე გავამახვილე ყურადღება. გმადლობ,” – განაცხადა ჟან ლუი გრინდამ. 

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავასა და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ – განახლებული პროგნოზი
  • დენის გადასახადი გაიზრდება – გაიგეთ დეტალები
  • “ელექტროენერგია დროებით შეეზღუდებათ”- “ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge