Wednesday, December 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ზურა გირჩი ჯაფარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს

December 17, 2025
ზურა გირჩი ჯაფარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს . და აცხადებს, რომ საზოგადოებაში გავრცელებული პრაქტიკა, პასუხისმგებლობის გადატანა მხოლოდ პოლიტიკოსებზე, სინამდვილეში საკუთარი უმოქმედობის გამართლებას ემსახურება. მისი შეფასებით, ასეთ დამოკიდებულებას ხშირად თან სდევს მორალური წინააღმდეგობები და პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით შეცვლილი პოზიციები.

“სხვათა შორის, რთული აღმოჩნდა, უცენზურო სიტყვების გარეშე წერა. ჩვეულებრივი სამუშაოა. თავს ატან ძალას, რომ იგივე შინაარსი და ემოცია გადმოსცე სხვა სიტყვებით. არ არის მარტივი ყოველთვის. ან მე მჭირს კოპროლალია (ჩავეწერები ციხის ფსიქოლოგთან)
რამდენიმე დღის წინ ვუყურებ ერთ-ერთ პოლიტიკურ თოქშოუს. ოცნების ერთი ყოფილი მხარდამჭერია მიწვეული. ის, რომ ყველა მხდალი და/ან უნიჭო და/ან უპასუხისმგებლო მუდმივად პოლიტიკოსებისკენ იშვერს ხელს, რადგან სხვა რა ქნას აბა, ეგ ხომ თვითონ პოლიტიკოსი არ არის, მაგას შეჩვეული ვარ. მაგრამ ამან გენიალური რამე თქვა. ერთი მხრივ ილაპარაკა, რა მაგარია ეს 1 წლიანი პროტესტი, რომ ქვეყანას რუსეთი მართავს, ხოლო მერე, შეკითხვაზე – პოლიტიკურ კლასზე რას იტყვითო – ნუ, რა უნდა ვთქვაო, მე არ შემიძლია სანამ ეგენი ციხეში არიან, მათზე ლაპარაკიო. გული არ მიშვებსო.
ვუყურებდი და გამახსენდა, რომ ეს ადამიანი ჩვეულებრივი ბიძინას აქტივისტი იყო და წვლილი აქვს ამათ ხელისუფლებაში მოყვანაში, ანუ იმათ მოყვანაში, ვისზეც დღეს თვითონ ამბობს, რომ რუსეთს ემსახურებიან. გამახსენდა, რომ ამისთვის კი არის საამაყო 1 წლიანი უწყვეტი პროტესტი, მაგრამ მე პირველი ქვა, პირველი კვერცხიც, ტიტუშკის ხელიც პირველად 2013-ის დასაწყისში მომხვდა. თან ზუსტად იგივეს ლაპარაკისთვის, რასაც დღეს თვითონ ლაპარაკობს. გამახსენდა ეს ყველაფერი და გამიხარდა, რომ ციხეში ვარ. თორემ ხომ გამლანძღავდა საქვეყნოდ.
ისევ რამდენიმე დღის წინ, ისევ ვუყურებ ერთ-ერთ პოლიტიკურ თოქშოუს. ამჯერად პოლიტიკური კომენტარია ჩართვით და რა თქმა უნდა, ისევ პოლიტიკოსების მოზომილი კენწვლა მიდის. მოზომილი იმიტომ, რომ მაინც ციხეში ვართ და უხერხულია. და ეს კაცი ამბობს შემდეგს: – რა არის, ეს პოლიტიკოსები საკუთარი ფეხით რომ მიდიან ციხესთან და ელოდებიან ბორკილებს როდის დაადებენ, არ არის ეგ პოლიტიკოსის საქმე. სარდალი უნდა იყოსო – გვარამიას წაკბინა იქედნურ-ცინიკურად.
ვუყურებდი და გამახსენდა, რომ გვარამია ტყუილად პირველად 2013-ში დაიჭირეს, რამდენიმე თვე ჰყავდათ გამოკეტილი, ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს (მაშინ ჯერ კიდევ არ იყო სასამართლოშიც ბოლომდე რუსეთი) და გამოუშვეს. მერე გამახსენდა, რომ ეს კაცი მაშინ ბიძინას მარჯვენა ხელი თუ არა, მარცხენა ფეხი მაინც იყო. TOP სამში თუ არა, TOP 30-ში ნამდვილად შედიოდა.
მერე გამახსენდა, რომ ზუსტად მაგ დროს ამ კაცს ბიძინამ ბინა აჩუქა და მივხვდი, რომ ეს ჩართვაც იმ ბინიდან იყო. ადამიანი, რომელიც სულ რაღაც ახლახანს განქოცდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ქვეყანა ახლა რუსეთისკენ მიექანება, რომელიც ვერ ხვდებოდა, რომ ეს მოხდებოდა მაშინ, როდესაც ამ ჯოჯოხეთის შემოქმედთან მეგობრობდა, მისგან საჩუქრად ბინას იღებდა, ამ ბინიდან ერთვება ერთ-ერთ არხს და იქედნურ-ცინიკურად ჭკუას არიგებს ადამიანს, რომელსაც რუსები ჯერ კიდევ მაშინ იჭერდნენ, როცა თვითონ, როგორც აღმოჩნდა, სრულ გაუგებრობაში იყო. გამახსენდა ეს ყველაფერი და ვიფიქრე, რა მაგარი არსებაა ადამიანი, რომ აი ასეთი, არ ვიცი რა დავუძახო, უნარი შეიძლება გამოიმუშაოს. ამას ხომ უნდა მოხერხება.
ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი გამოთქმა, ძირითადად გამოიყენებოდა ფულზე ბანქოს თამაშის დროს, როდესაც რომელიმე მოთამაშეს ვინმე სვლას უკარნახებდა – “ოეეე, მასწავლებლებისთვის ეგერ ერთი ვაგონი უხმარი პრეზერვატივებია ჩამოსული!” (ცოტა სხვა სიტყვებს ვიყენებდით, მაგრამ აზრი ეს იყო.) ყოველ საღამოს TV-ს ყურების დროს სულ ეს სიტყვები მახსენდება.
მეგობრებო (მიშას ხმით), ყველას გეხებათ ეს, განურჩევლად იმისა, თავს რა პროფესიას მიაკუთვნებთ:
თუ ფიქრობთ, რომ სხვა რაღაცაა გასაკეთებელი, მოიფიქრეთ. ერთი თავი გაქვთ თქვენს და ერთი თავი გვაქვს ჩვენს.
თუ იცით რა არის გასაკეთებელი, გააკეთეთ. ორი ხელი და ორი ფეხი გაქვთ თქვენც და ჩვენც.
თუ გამბედაობა არ გყოფნით, მოძებნეთ საკუთარ თავში ძალა. აქილევსად არავინ დავბადებულვართ.
თორემ, ამ რეალობაში ისევ მუდმივად პოლიტიკოსებისკენ ხელის გაშვერა მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ან ნიჭი არ გყოფნით, რომ რამე მოიფიქროთ, ან გამბედაობა არ გყოფნით რომ რამე გააკეთოთ და ხელს სხვებისკენ მხოლოდ იმიტომ იშვერთ, რომ საკუთარ პასუხისმგებლობას გაექცეთ.
“მე პოლიტიკოსი არ ვარ” არგუმენტი არ არის. არც მე ვარ. ათასი რამე მაქვს თავში, რისი გაკეთებაც წლებია მინდა და მეც შემიძლია “მივხედო ჩემს საქმეს”.
მეტიც, ჩვენ დე ფაქტო აკრძალული გვაქვს უკვე პოლიტიკური საქმიანობა. ჩვენც და ყველას, ვინც ჩვენ გაგვეკარება და თუ/როცა არ გავჩერდებით, მრავალწლიანი ციხე გველოდება.
ამიტომ, თუ მართლა რამე გინდათ, გადმოიწიეთ წინა რიგებში. მხოლოდ გაგვეხარდება. თორემ ტელევიზორიდან ყველასთვის ჭკუის დარიგება ჩვენ რომ შეგვიძლია, ეგეთი უნდა. და მაგის მეტს თუ არაფერს გავაკეთებთ, მაგაში რუსები ფულსაც გადაიხდიან. სხვას კი არაფერს ითხოვენ ჩვენგან.
12.12.25” – წერს ჯაფარიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წერეთელზე ქვეით ქალს მანქანა დაეჯახა
  • განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტიზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკვეს
  • “ნებისმიერი სანქცია აზიანებს აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესს” – დიმიტრი პესკოვი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge