Tuesday, December 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“გაგნებაში” არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს” – შალვა პაპუაშვილი მარტა კოსზე

December 16, 2025
“სანახავია, რა დაჯდა მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნა?” – რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი

მარტა კოსი, რამდენადაც ვიცი, ნამყოფი არ არის საქართველოში და წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა ქართველ ხალხს, გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს – ყველა უცხოელი, ვინც ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, არ არის ქართველი ხალხის მეგობარი,- ამის შესახებ  შალვა პაპუაშვილმა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ხალხის მხარდაჭერით, დაუბრუნდება ევროპულ გზას.

პაპუაშვილის თქმით, ქართველ ხალხს მარტა კოსისთვის არც ლეგიტიმაცია და არც უფლება მიუცია, რომ მათი სახელით ისაუბროს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მორალური პიედესტალიდან და მეურვეობითი დამოკიდებულებით ქართველ ხალხთან საუბარი ის წითელი ხაზია, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას რეაქცია ყოველთვის ექნება.

„ეს ის მარტა კოსია, რომლის პარტია „ალდე“ თანამშრომლობს ტერორისტთან. მანამ, სანამ „ალდე“ და ქალბატონი კოსი არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მათი ყველა სიტყვა არის არასერიოზული. დღემდე „ალდე“ არის პარტია, რომელიც თანამშრომლობს ტერორისტთან და რომლის თანამებრძოლიც არის ტერორისტი, ასე რომ, როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს ევროკომისართან, რომელიც არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიის წევრი, აქ სერიოზულად ამ საკითხს ვერ განვიხილავთ.

ერთი წითელი ხაზი, რომელიც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ბრიუსელს, ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულების მცდელობა, რომელიც მათ აქვთ საქართველოს მიმართ. ქალბატონი კოსის განცხადებაშიც იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უსმინოს ქართველ ხალხს. მე რამდენადაც ვიცი, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მარტა კოსი საქართველოში იმყოფებოდა, ჩვენ თავზე რომ გადაგვიფრინა და სომხეთსა და ბაქოში რომ ჩავიდა, რამდენადაც ვიცი, ის ნამყოფი არ არის საქართველოში, იმის თქმა მინდა, რომ წარმოდგენა არ აქვს ქალბატონ კოსს, რა უნდა ქართველ ხალხს, გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს. როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატი თავს აძლევს იმის უფლებას, რომ ამგვარი მორალური პედესტალიდან და მეურვეობითი დამოკიდებულებით ისაუბროს ქართველი ხალხის ხელისუფლებასთან, ეს არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, ჩვენი ნაკლები ხარისხის ადამიანებად ჩათვლა, რომ თითქოს ჩვენ ქართველებს არ შეგვიძლია ჩვენი თავის მართვა, ჩვენი ხელისუფლების არჩევა და ჩვენი ინტერესების წარმომადგენლების ყოლა ხელისუფლებაში. ეს არის ყველაზე სახიფათო გზა, რომელსაც ადგას ევროპული ბიუროკრატია. რამდენჯერმე მე ამაზე ვისაუბრე, თუმცა ვატყობ, რომ არ ყოფნის ეს ყველაფერი და მაინც აგრძელებენ ამ მიმართვას, ამიტომაც მე დღეიდან ამ საკითხზე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ. ყველა უცხოელი, ვინც ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, არ არის ქართველი ხალხის მეგობარი, ის არის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი მასზე ნაკლებია რაღაცით. როგორც 2012-ში, 2020-ში, 2024 -ში დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“ იმავე რაოდენობის ხალხი გამოვიდა თვითმმართველობის არჩევნებზე და მხარი დაგვიჭირა და რას ამბობს ქალბატონი კოსი, რომ ეს ხალხი ხალხი არ არის? რაიმე ქვეადამიანები არიან? რაიმე მაღალი კასტის წარმომადგენლები გველაპარაკებიან დაბალი კასტის წარმომადგენლებს? ყველა უცხოელმა დაანებოს თავი ქართველი ხალხის ნაცვლად და ქართველი ხალხის სახელით საუბარს! არც ერთ ქართველს არ მიუცია მისთვის, არც ლეგიტიმაცია, არც უფლება, ისაუბრონ ქართველი ხალხის სახელით და ესაუბრონ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ქართველი ხალხის სახელით. ასე მოსაუბრე ევროპა სხვა ხალხებს რომ ესაუბრებოდა მათი სახელით და მეურვეობითი დამოკიდებულება რომ ჰქონდა, თითქოს მათ უკეთ იცოდნენ, როგორ იყო სხვა ხალხების ინტერესები, ასეთი ევროპა არსებობდა, უბრალოდ არსებობდა 100 წლის წინ, 150 წლის წინ, 200 წლის წინ და აქეთ ნუ მიაქანებენ. იმდენს ნუ იზამენ, რომ საბჭოთა კავშირს გადაასწრონ და დაუბრუნდნენ იმ ევროპას, რომელიც სხვა ხალხების სახელით საუბრობდა და თავს უფლებას აძლევდა, ჩასულიყო სხვა ხალხებთან და ჭკუა ესწავლებინა მათთვის. დღეიდან კომისარი იქნება, რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი იქნება, რომელიც გაბედავს, რომ ისაუბროს ქართველი ხალხის ნაცვლად, მისი სახელით, იქნება წითელი ხაზი და დღეიდან ყველას მივუთითებთ, რომ ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის უპატივცემულობა, ჩვენი დამოუკიდებლობის უპატივცემულობა. ქალბატონი კოსის ეს ერთი ფრაზა, რომ ხელისუფლებამ ხალხს უსმინოსო, ეს ნიშნავს, რომ გვაუქმებენ როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, როგორც ერს, როგორც სახელმწიფოს, როგორც ხალხს, რომელსაც აქვს თავისი სუვერენიტეტი, რომელმაც იბრძოლა ამ თავისი სუვერენიტეტისთვის, ამიტომ ჩვენ ამის უფლებას არავის არ მივცემთ! შეეშვან ამ დამოკიდებულებას, რომ ვიღაც არის ზეკაცი და ვიღაც ქვეკაცია!“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისარმა მარტა კოსიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპულ გზას დაუბრუნდება. მისი თქმით, გააგრძელებენ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რათა მთავრობას უთხრათ, რომ მართლები არ არიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში მსხვერპლით დასრულდა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge