Tuesday, December 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არასწორი ინფორმაცია ვრცელდება…” – რას წერს რომან გოცირიძე?

December 16, 2025
„მეწყერი დღითიდღე ძლიერდება, 30-მა ოჯახმა სახლები დატოვა…“ – რა ვითარებაა ხარაგაულში?

არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რომ 2026 წელს ვადა გასდის დამატებითი გაზის( 500 მლნ მ3) მოწოდების კონტრაქტს და მის გასაგრძელებლად მიმდინარეობს მოლაპარაკება აზერბაიჯანთან – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რომ 2026 წელს ვადა გასდის დამატებითი გაზის( 500 მლნ მ3) მოწოდების კონტრაქტს და მის გასაგრძელებლად მიმდინარეობს მოლაპარაკება აზერბაიჯანთან. კონტრაქტს მართლაც გასდის ვადა, მაგრამ იგი აზერბაიჯანთან არ არის გაფორმებული. ეს გაზი არ ეკუთვნის აზერბაიჯანს, იგი ეკუთვნის შაჰ-დენიზის კონსორციუმს, რომლის მთავარი აქციონერია ბრიტანული კომპანია BP (ფლობს წილის 30 პროცენტს). აზერბაიჯანის ( “სოკარის”) წილი 14 პროცენტია. აზერბაიჯანს რა თქმა უნდა, თავისი სიტყვა ეთქმის, თუმცა მომლაპარაკებელი იგი არაა.
დამატებითი გაზის ღირებულება თავიდანვე საბაზროზე რამდენჯერმე იაფი იყო (55 დოლარი ათას კუბურ მეტრზე). ეს გაზსადენის გატარებიდან საქართველოსთვის მისაღები სატრანზიტო შემოსავლის განსაზღვრის ერთ-ერთი ფორმა იყო და არა მოწყალება ან კეთილი ნება. ამავე კონსორციუმიდან საქართველო იღებს უფასო გაზს ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული გაზის 5 პროცენტს. ეს არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე ამ პროექტიდან. ეს ფაქტობრივად პროექტის მთელი არსებობის მანძილზე გაგრძელდება და გადახედვას არ საჭიროებს. ფორმალურად იგი 2068 წლამდე მოქმედებს.
გარდა ამისა, საქართველო ცალკე იღებს უშუალოდ აზერბაიჯანის საკუთრებაში არსებულ გაზს “სოკარის” მეშვეობით.
დამატებითი გაზის მიწოდების ვალდებულება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კონსორციუმს არა აქვს. გაგრძელდება თუ არა, მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდრბული, რადგან აზერბაიჯანულ გაზს დიდი მოთხოვნა გაუჩნდა ევროპაში რუსეთის სანქციების გამო, თანაც იქ გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე საქართველოს შეუძლია გადახდა. ევროპულ ( თუნდაც თურქულ) ფასად საქართველო გაზს ვერ იყიდის. აქ უკვე ალტეტნატივა გაზპრომია, რომელსაც აქვს იაფი და ზედმეტი გაზი. ეს პოლიტიკური რისკების გამო დაუშვებელია.
ამჟამინდელი მდგომარეობა ასეთია:
-მოგვცემენ თუ არა 500 მლნ. მ3 გაზს( რაც კონსირციუმისთვის არახელსაყრელია) თუ გადაგვამისამართებენ გაზპრომთან;
-რა ეღირება ეს გაზი.
პოლიტიკური ფაქტორიდან გამომდიბარე, გაზი უნდა მოგვცენ, ხოლო ფასი გაიზრდება. კარგ შემთხვევაში ეს ფასი უნდა იყოს დაახლოებით იმდენი, რამდენადაც ვყიდულობთ დღეს გაზს “სოკარიდან”. საუკეთესო შემთხვევაში კვლავ გაგრძელდება გაზის შეღავათიან ფასად მოწოდება, გამომდინარე პროექტის თავდაპირველი სულისკვეთებიდან. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ევროპაში რუსული გაზის მიწოდება შეწყდებოდა და ასეთი მომგებიანი გახდებოდა ეს პროექტი სამომავლოდ კონსორციუმისათვის. ჩვენთვის ამ ფორმით დასათმობი გაზის მოცულობა მილსადენში წელიწადში გატარებული გაზის დაახლოებით 2 პროცენტია. ეს არც თუ ისე ბევრია, რომ შეღავათზე არ იყოს საუბარი.
p.s. თუ საქართველო მართლაც აზერბაიჯანთან აწარმოებს მოლაპარაკებას, ეს არის ყველაზე ცუდი ვარიანტი. ეს იმას ნიშნავს, როომ შაჰ დენიზის კონსორციუმთან ეს თემა დაიხურა და ვეძებთ “სოკარის” გაზიდან ამ დანაკლისის შევსებას”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დაკავებულია 49 პირი, 14 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა” – ბრიფინგი შსს-ში
  • ავარია ქუთაისში – არის მსხვერპლი
  • სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge