ტელეწამყვანი თეა ადეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე მაქვს, და სარისკოც – დიდი ხანია ვემზადებოდი ამ დღისთვის… გუშინ, შუადღისას უცნაურად შემცივდა, ღამით 37.1 მქონდა სიცხე გავვარდით ტესტის ასაღებად, ახლო-მახლო რაც ვიცოდი დაკეტილი იყო, ვიფიქრე მეგა-ლაბში წავალ სერიოზული ლაბორატორიაა და თან უწერიათ რომ 8 საათშია პასუხი. ჩავდექით საკმაოდ გრძელ რიგში, როგორც იქნა მივაღწიე ოპერატორამდე, გოგონამ პირადობის ნომრის ზეპირად ცოდნა არ კმარა, მოწმობის გრეშე არავითარ შემთხვევაში არ გაგიკეთებთო… რა მექნა, წავედი მოვიტანე, სწრაფიც მინდა და PCR-ც -მეთქი – ეგრე არაო, ჯერ სწრაფი უნდა გაიკეთოთ და მერე მეორე, ერთად ვერ გავაფორმებთო. იქ ჩემს გაწონასწორებულ და მშვიდ ქმარს უკვე ბუნებრივად აეწია ხმა: – და თავიდან უნდა ჩავდგეთ ამხელა რიგშიო? – დიახ, ან ორივეს ერთად თუ გავაფორმებთ გადახდა მოგიწევთო. რა თქმა უნდა, არც გვიფიქრია, რომ არ უნდა გადაგვეხადა რომელიმე!!! გენას რკინის ხმა რომ არა, მგონი ახსნას არც აპირებდა. ჩავდექით ტესტირების ახალ რიგში, ჩემს წინ 60 ადამიანი იდგა,+ ბავშვიანებს და ორსულებს ურიგიდ უშვებდნენ. მხოლოდ 2 მედიკოსი იღებდა ტესტს, მინიმუმ 2 საათი ველოდეთ, როგორც იქნა, მოვიდა ჩემი ჯერი, პანდემიის დაწყებიდან გუშინდელ დღემდე უთვალავი ტესტი მაქვს აღებული და პირველად მეტკინა, თან ძალიან!!! ნუ რას ვიზამთ… სწრაფს აქ დაველოდო თუ მეილზე გამომიგზავნით-მეთქი/? – პასუხი მაქსიმუმ საათნახევარში მოგივათო, ძალიან დიდი დრო იყო, მაგრამ რა მექნა, მაინც გამიხარდა ისევ იქ რომ არ უნდა ვმდგარიყავით, მთელი ღამე 1 000-ჯერ გავიღვიძე – ამას ძილი თუ ერქვა საერთოდ, ამასობაში ჩემი შვილი წავიდა სამსახურში და ბავშვმა რომ გაიღვიძოს არ ვიცი როგორ მოვიქცე, დილის 8-ზე მე თვითონ დავრეკე, – ღამით 11:00-ზე აღებული სწრაფი ტესტის პასუხი მითხარით-თქო! – უფლება არ გვაქვსო, ელექტრონულად მაინც გამომიგზავნეთ-მეთქი, მოკლედ, სწრაფი ტესტი მოვიდა უარყოფითი, მაგრამ უკვე PCR -ის პასუხის დროა და ვიცი, რომ ის უფრო სარწმუნოა, დავრეკე 9-ზე ჯერ არ არისო, დავრეკე 10-ზე, აიო, მალეო -15 წუთშიო!!! 11-ზე ვიჩხუბე და მხოლოდ ამის შემდეგ მაღირსეს – უარყოფითია, მაგრამ აღარ ვიცი, ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულების შემდეგ უნდა ვენდო? ამხელა რიგში რომ დგას ხალხი დაამატე რა ოპერატორთა და ტესტის ამღებთა ჯგუფები, ან დაწერე რომ პასუხის მისაღებად გვჭირდება არა 8, არამედ უსასრულო დრო, სანამ არ იჩხუბებთ და ჩვენ გადავწყვეტთ მოვიდეთ თუ არა, ასე ქართულ-ჯიგრულ-ძაღლურად შეიძლება?! Megalab • მეგალაბი დიდი მადლობა ნდობის გამართლებისთვის”, – წერს ადეიშვილი “ფეისბუქი”-ს პირად გვერდზე.
