გია ვოლსკი ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მისი მეგობარია და ძალინ სწყდება გული, როდესაც კორუფციულ დანაშაულში მის მეგობარზეა საუბარია.
მე არ მგონია, რომ მას ივანიშვილთან რამე შეეშალა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩართული იქნება, ირაკლი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, რაღაც დანაშაულებრივ პროცესში, მასზე შეიძლება ვთქვათ, რომ შეეშალა, ჩვენი ქვეყნის წინაშე.
ბიძინა ივანიშვილი შეიძლება თქვენ სიმბოლოდ აიღოთ, მაგრამ ივანიშვილს რომ ახსენებენ, მაინც უფრო ოპოზიციური პროპაგანდის ნაწილია ეს ყველაფერი, მაგრამ კორუფციაცია, ამ კორუფციულ სისტემაში მონაწილეობა საკმაოდ მძიმე დანაშულია, ყველას გვეხება ეს, რომელი გუნდის წარმომადგენელიც არ უნდა ვიყოთ, ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. რაც შეეხება ხასიათს, გარემოებებს და მასშტაბს დანაშულისას გამოძიება დაადგენს, მე ჩემი მხრიდან ვიტყვი, რომ გული ძალიან დამწყდა და გული დამწყდება, როდესაც ჩემ მეგობარზე არის ლაპარაკი, ირაკლი ღარიბაშვილი მყავს მხედველობაში- განაცხადა ვოლსკიმ.
