Monday, December 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

გიორგი შინჯიკაშვილმა მეუფე გიორგი ჯამდელიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

December 15, 2025
გიორგი შინჯიკაშვილმა მეუფე გიორგი ჯამდელიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

გიორგი შინჯიკაშვილმა მეუფე გიორგი ჯამდელიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე და ქართული ოცნების ქვემო ქართლის შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი შინჯიკაშვილი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს, მეუფე გიორგი (ლერი) ჯამდელიანს ცილისწამებაში ადანაშაულებს. ჯამდელიანის წინააღმდეგ პირველი სასამართლო სხდომა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 12 დეკემბერს გაიმართა.
სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა გიორგი შინჯიკაშვილი.
„შინჯიკაშვილმა შეიტანა საჩივარი ჩემ წინააღმდეგ, რომ თითქოს მისი ღირსება და პატივი შეილახა. საეკლესიო, კანონიკურ სასამართლოს არ მინდოდა გავცდენოდით და გამოდის, რომ იძულებულს მხდის მხარე, მიჩივის სასამართლოში, რომ ჩვენ სასამართლოს წარვუდგინოთ მტკიცებულებები და აქეთ დავიცვათ თავი. მტკიცებულებები არსებობს იმდენი, რამაც გამოუტანა მას განჩინება“ -განაცხადა გიორგი ჯამდელიანმა “ფორმულასთან”.
ეპისკოპოსმა 8 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენელი” მის მოწამვლას გეგმავდა. თავდაპირველად, “მთავარმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ პიროვნებაში ეპისკოპოსი გულისხმობდა გიორგი შინჯიკაშვილს, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილ მოადგილეს. მოგვიანებით ეს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამაც დაადასტურა, რომელმაც საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმი გამოაქვეყნა და შინჯიკაშვილს ეპისკოპოსის მკვლელობის მცდელობაში ბრალი ოფიციალურად დასდო.
საეპისკოპოსო სასამართლომ მონოზონ თელა კუბლაშვილის ჩვენების საფუძველზე გიორგი შინჯიკაშვილი დამნაშავედ ცნო. მეუფე გიორგის განმარტებით, მონაზონმა მას გაუმხილა, რომ შინჯიკაშვილი დედაო თეკლას მეუფის მოწამვლას აიძულებდა. მოგვიანებით დედაო თეკლამ საკუთარი ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ გიორგი შინჯიკაშვილს მისთვის არაფერი დაუვალებია და მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარაში დაადანაშაულა.
ადვოკატმა განაცხადა, რომ გიორგი ჯამდელიანმა სასამართლოს საკუთარი განცხადებების დასადასტურებლად მტკიცებულებები ვერ წარუდგინა.
„გიორგი ჯამდელიანს დღეს და შემდეგ პროცესებზეც მოუწევს იმის მტკიცება, რომ ქადაგებაში ნათქვამი ფაქტები არის სწორი. დღეს არც ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და დაველოდებით შემდეგ სხდომას და ალბათ ვერ წარმოადგენს და ვერ დაადასტურებს, რომ რაშიც ბრალს დებს გიორგი შინჯიკაშვილს არის ნამდვილი“ -განაცხადა გიორგი შინჯიკაშვილის ადვოკატმა “ფორმულასთან” ინტერვიუში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მე გავხდი მიუღებელი და სასტიკი ზეწოლის მსხვერპლი საშუალებას მივცემ სასამართლო სისტემას ფაქტები მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინოს ” – ილია თოფურია
  • ავარია ზუგდიდში – რა ვითარებაა ადგილზე
  • “აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას – ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა” – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge