მე ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, შესაბამისად, ჩემს კომპეტენციაში სამართლებრივი საქმიანობა არ არის. მთავარი და ძირითადი არის ის, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც სახელმწიფო ინტერესებიდან გადაუხვევს აგოს პასუხი. [ჟურნალისტი: ივანიშვილთან რა შეეშალა ღარიბაშვილს?] მთავარი არის ქვეყანასთან არ შეგეშალოს და ხალხთან არ შეგეშალოს” -ამბობს TV პირველთან ოცნების წევრი, მარიამ ლაშხი ღარიბაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე.
დამატებით კითხვაზე, რა შეეშალა ღარიბაშვილს ქვეყანასთან, ლაშხი პასუხობს: “ბრალი რაზეც აქვს წაყენებული ის”
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი 24 ოქტომბერს წარუდგინა. გამოძიება მას სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის გ ქვეპუნქტს ედავება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების ლეგალიზებას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ღარიბაშვილმა ბრალი აღიარა.
ექსპრემიერს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 000 000 ლარის გირაო შეეფარდა. ასევე ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნის დატოვება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ღარიბაშვილის საქმის განხილვამ სასამართლოში 2 თვით გადაიწია.
