“თუ ესეც გაატარა ერმა, იქიდან გამოსვლა თაობებს გაუჭირდება” – არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძის თურქმენეთში ვიზიტს ეხმაურება, სადაც მან ფორუმში პუტინთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
არქიმანდრიტი ამბობს, რომ დუმილი და უმოქმედობა ქვეყნის ღალატის პროტესტია და ხალხს უწყვეტ პროტესტში ჩართვისაკენ მოუწოდებს.
“კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს. თუ ესეც გაატარა ერმა, იქიდან გამოსვლა თაობებს გაუჭირდება, ნუ იყოფით. ვიცი კიდევ ორჭოფობთ და არ გამოდიხართ, არ აპროტესტებთ ვერ გამართლდებით შთამომავლობის და ღმერთის წინაშე. თქვენი დუმილი და სიმშვიდე ქვეყნის გაყიდვის ტოლფასია. მთელი მთავრობა და ძალოვნები, რომლებიც იცავენ ქვეყნის გამყიდველ პრემიერს და ოცნებას, დამნაშავეა ქვეყნის და ღმერთის წინაშე.
დღესვე უნდა დაიწყოს უწყვეტი პროტესტი, კობახიძე უნდა გადადგეს და დაინიშნოს სამართლიანი არჩევნები. ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს, რათა ერმა შეძლოს კუთვნილი ძალაუფლების დაბრუნება.
დღეიდან ყველა რუსთაველზე.”- წერს სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.
