თბილისში, დიდ დიღომში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს.
„ქართლის ამბების“ ინფორმაციით, 29 წლის კაცი ხაშურის მუნიციპალიტეტიდან იყო. ახალგაზრდას ახლობლები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
