Thursday, December 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორ ეხმიანება მაკო გომური სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას

December 11, 2025
როგორ ეხმიანება მაკო გომური სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას

ყოველთვის გვქონდა იმედი, რომ ეს დღე, საქართველოს სასამართლოში თუ არა, ევროპულ სასამართლოში მაინც დადგებოდა – ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში მაკო გომური, ახალგაზრდა, რომელსაც 20 ივნისს თვალში რეზინის ტყვია მოხვდა.

“გავრილოვის ღამის” ერთ-ერთი მთავარი დაზარალებულის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგის სასამართლოს იმ კანონდარღვევებზე გაემახვილებინა ყურადღება, რაც 20 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” განახორციელა.

ერთი წლის წინ იყო ამ საქმის განხილვა სტრასბურგის სასამართლოში და უკვე ვიცოდით, რომ ეს დრო საჭირო იყო იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოეტანათ მოსამართლეებს. გვჭირდება რეალურად ის, რომ იმ კანონდარღვევებზე, რაც განახორციელა 20 ივნისს “ქართულმა ოცნებამ”, გაემახვილებინათ ყურადღება, ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ ზუსტად ეს შედეგი დადგა, რომ ამ რაღაცებზე გაამახვილეს ყურადღება და, რა თქმა უნდა, არა მარტო ჩემთვის, არამედ ნებისმიერი 20 ივნისის დაზარალებულისთვის, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, ვისი საერთო საქმეც იყო წაღებული, მნიშვნელოვანი და კარგი დღე იყო ჩვენთვის. პირველი გადაწყვეტილება, რომელიც გამოიტანა სტრასბურგის სასამართლომ, გავასაჩივრეთ, რადგან არ იყო გარკვეულ დეტალებზე ხაზგასმა, ესე მკვეთრი კომენტარები არ ჰქონდათ და, შესაბამისად, მოგვიწია, რომ გაგვესაჩივრებინა, რომ ეს დარღვევები გამოეკვეთა – ვგულისხმობ “ქართული ოცნების” დარღვევებს და დიდმა პალატამ საბოლოოდ გამოიტანა ეს დასკვნა დღეს… ყოველთვის გვქონდა იმის იმედი, რომ ეს დღე, საქართველოს სასამართლოში თუ არა, ევროპულ სასამართლოში მაინც დადგებოდა“ – ამბობს მაკო გომური რადიო თავისუფლებასთან.

2019 წლის 20-21 ივნისის (გავრილოვის ღამე) დარბევის შედეგად დაზარალებული საქართველოს 26 მოქალაქის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება გამოიტანა.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 20 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე დაადგინა, რომ ყველას მიმართ დაირღვა წამების მუხლი ეფექტიანი გამოძიების ნაწილში და დაზარალებულებისთვის ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • ყვარელში, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე ყოფილმა თანამდებობის პირებმა დანაშაული აღიარეს
  • ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge