შუახევის პოლიციის შეფი მისივე კოლეგებმა გამოძალვის საქმეზე დააკავეს – გელა გელაძეს დღეს მოუწია აღიარება, რომ მის უწყებაში პოლიციის მაღლჩინოსნები ხალხს უმიზეზოდ აკავებდნენ, რომ მატერიალური სარგებელი მიეღთოთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, პოლიციის მაღალჩინოსანი ვახო თურმანიძე უდანაშაულო ადამიანებს მისი საკუთრებიდან, დიდი ოდენობით ხის მასალის ქურდობას აბრალებდა და დაჭერით ემქურებოდა, თუ უკან არ მიიიტნდნენ. ციხის შიშით, მოქალააქეები იძულებულები იყვნენ ხის მასალა, რომელიც ნანახი არ ჰქონდათ, ეყიდათ და პოლიციელისთვის მიეტანათ.
ვახო თურმანიძე აღნიშნულ თანამდებობაზე დაახლოებით 2 თვის წინ დააწინაურეს, მანამდე ის ბათუმის ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა და პროევროპული აქციების მონაწილეების დაკავებაშიც აქტიურად იყო ჩართული.
თურმანიძე მარტო არ დაუაკვებიათ, გენ ინსპექციამ აიყვანა შუახევის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსიც. გამოძიებამ დაადგინა, რომ ის პოლიციელებს მუშებად ამუშავებდა და პოლიციის მანქანებით აზიდინებდა ხე-ტყის მასალებს საკუთარი კოტეჯების ასაშენებლად.
