Thursday, December 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ბრალდებას პასუხობს

December 11, 2025
სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ბრალდებას პასუხობს

“ის, რომ თურმე მე ვარ 4 ოქტომბრის მთავარი ორგანიზატორი, ან ორგანიზატორებს შორის ვიმყოფები, არის სრულიად მიუღებელი და არ ეფუძნება ფაქტობრივად არაფერს” – ასე პასუხობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ბრალდებას.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების უმრავლესობას საერთოდ არ იცნობს და ამიტომაც ის ბრალდება, რაც მის მიმართ გუშინ ივანიშვილის გუნდის მხრიდან გაისმა, ამბობს, რომ საზოგადეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

საინტერესოა, ესენი (ოცნება) მაბრალებენ, რომ 4 ოქტომბრის მომწყობი ვარ და  “ნაციონალური მოძრაობის” ზოგი წარმომადგენელი მაბრალებს, რომ მე ვარ ჩამშლელი – თქვა ბრიფინგზე საქართველსო მეხუთე პრეზიდენტმა.

რაც არ უნდა ლანძღვა, შეურაცხყოფები ყოფილიყო, მე საერთოდ არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვუპასუხო ყოველ შემთხვევას, თუმცა არასწორი არის და როცა დგება დრო, ისეთი თავდასხმა, როგორიც კამპანიის ნაწილია, იმაზე რეაქცია არ მივცე და დავტოვო ბუნდოვნება იმ საკითხებზე, რომელსაც ეხებიან. ეს კამპანია დაწყებულია, პირველ რიგში “ოცნების” პრემიერის მიერ და მერე პატარ-პატარები ამას აგრძელებენ. ეს ესება 4 ოქტომბერს და მე თურმე ან მთავარი ორგანიზატორი, ან თურმე ორგანიზატორებს შორის ვიმყოფები. ეს არის სრულიად მიუღებელი ჩემთვის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფაქტობრივად არაფერს ეფუძნება და არანაირად არ ვყოფილვარ დაკავბშირებული არც ორგანიზებასთან, არც ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებიც მგონი უსამართლოდ არიან ციხეში. მათთან კავშირი არ მქონია და ვერც მექნებოდა, რადგან მთელი ჩემი ცხოვრებსი მრწამსი არის იმაში, რომ ამ ქვეყანას სჭირდება დემოკრატიული წყობის გამყარება და თავისი მშიდობიანი გადასვლები სჭირდება ერთი რეჟიმიდან მეორეში. სამწუხარო, ჩვენი ამ ქვეყანაში ყოფნის დროს ეს ნაკლებად ხდება და გადავდივართ ავტორიტარული რეჟიმიდან ავტორიტარულში და უარესში, ანუ რუსული ტიპის ავტორიტარიზმში, მაგრამ ამის მიუხედავად, მე მიმაჩნია, რომ ჩვენი მომავალი არის დემოკრატიული მომავალი, სადაც ხალხი თავის გზას მშვიდობიანად აირჩევს, ეს გზაც მოვა. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა არ უნდა გადადგეს, ნახეთ, რომ ბულგარეთში მტავრობა გადადგა, მაგრამ უნდა გადადგეს მშვიდობიანი ზეწოლის ქვეშ. მე ასე ვფქირობდი რომ სააკაშვილის რეჟიმსი დროსაც, როცა 138 დღე ვიდექი და ვიძახდი, რომ არც გარიგება და არც გადატრიალება. იგივე მრწამსით ვარ დღეს. 

რა აზრი ექნებოდა რომ მე სასახლეზე მქონოდა რამე გეზი, როცა მე ჩემი ნებით დავტოვე სასახლე და კიდევაც ვთქვი რატომ – იმიტომ, რომ  შენობა მხოლოდ შენობაა და ის არაფერს წარმოადგენს. ეს არ ეხება იმას, რომ რომელიმე შენობაში იყოს ის პრეზიდენტი, რომელცი წარმოადგენს ბოლო კუნძულს ლეგიტიმურობის. მე თუ არ დავიცავი ეს ლეგიტიმურობა, მაშინ გამოდის, რომ პარლამენტიც ლეგიტიმურია, ყაველაშვილიც ლეგიტიმურია, ამიტომაც მე ვარ ის ჯებირი, რომელიც გვიცავს ამ არალეგიტიმური ხელისუფლებისგან. 

საინტერესოა, ეს კამპანია, რომელიც დაწყებულია, არ არის დაწყებული მხოლოდ “ოცნებისგან”, ამას ეხმარებიან რაღაც სიმბიოზში ნაციონალური მოძარობის ზოგიერთი წარმომადგენელი. ესენი მაბრალებენ, რომ 4 ოქტომბრის მომწყობი ვარ და  “ნაციონალური მოძრაობის” ზოგი წარმომადგენელი მაბრალებს, რომ მე ვარ ჩამშლელი ხან 4 ოქტომბრის, ხან 31 მარტის, ხან 9 აპრილის, სადაც  თვითონ დაიწყეს პროვოკაციები ჩემი გამოსვლების დროს. ეს ერთიბლიობა თავდასხმების ალბათ დამაფიქრებელია და გამამხნევებელი”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 

კობახიძემ გუშინ სალომე ზურაბიშვილი “დამხობის აქციის” მონაწილედ გამოაცხადა. “ოცნების” ლიდერი ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილი და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები აქციაზე მიზანმიმართულად ხელისუფების დამხობის სურვილით მივიდნენ, თუმცა, მისი თქმით, როგორც კი მიხვდნენ, რომ სცენარი ვერ გამოვიდოდა, პროცესებს გაემიჯნენ.

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ევროპა უნდა მოემზადოს იმ მასშტაბის ომისთვის, რომელიც ჩვენმა ბაბუებმა, ბებიებმა და დიდმა წინაპრებმა გადაიტანეს”- მარკ რუტე
  • “დამპატიჟეს თეთრ სახლში, საშობაო ტურზე”- საქართველო ელჩი აშშ-ში
  • სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ბრალდებას პასუხობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge