შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისა და ხე-ტყის უკანონო დამზადების ფაქტზე 1977 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ცვლის მეთაურმა – მ.ხ.-მ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ცეცხლაურში, ქარსაცავ ზოლში, უკანონოდ გაჩეხა და დაამზადა კრიპტომერიის ჯიშის ხე-მცენარე, რითაც გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სამართალდამცველებმა, უკანონოდ გაჩეხილი მერქნიანი მცენარისგან დამზადებული მასალა ნივთმტკიცებად ამოიღეს.”- წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
