„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა:
„მიწისქვეშა გადასასვლელებში იქნება პროტესტი. ჩვენი ხალხი შემოქმედებითი ხალხია, პროტესტის ფორმებს მოვძებნით. მთავარია, რომ პროტესტის მიზეზები არ არის აღმოფხვრილი.
პატიოსანი პასუხი კითხვაზე – როდის, რა იქნება არ არსებობს. ზოგჯერ ორივე დაპირისპირებულ მხარეს გონია, რომ მარცხდება. ყველა იღლება, იფიტება და გონია, რომ დამარცხდება. აი, ზუსტად ამ დროს თუ გაძლებს საზოგადოება, მაშინ მოიპოვებს გამარჯვებას. განთიადი არის ყველაზე გრძელი ღამის შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. წინააღმდეგობრივი მოძრაობის გატეხა ვერ მოხერხდა ვერანაირი საშუალებით.
პოლიტიკური ალტერნატივა რომ არ არსებობდეს, მაშინ არც კანონების მიღება მოუხდებოდათ, არც ვინმეს დაჭერა მოუწევდათ, არც ვიღაცების ქვეყნიდან გაყრა მოუწევდათ და არც ჩვენი თავების დახეთქვა დასჭირდებოდათ. მათ იციან, რომ არსებობს პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც ნებისმიერ სამართლიან ბრძოლაში დაამარცხებს ივანიშვილს, უბრალოდ, უნდა ვისწავლოთ უსამართლო ბრძოლებში გამარჯვება“
