აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის ქმარი დავით კუხალაშვილი სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს იურიდიულ დახმარებას უწევს. ინფორმაციას კორპორატიულ დოკუმენტებსა და არქივის მასალებზე დაყრდნობით გამოცემა OC Media ავრცელებს.
OC Media ამ ინფორმაციას კორპორატიულ დოკუმენტებსა და არქივის მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დავით კუხალაშვილის კომპანია ეხმარებოდა სანქციების ქვეშ მყოფ რუსულ ბიზნესებს – კერძოდ, იურიდიულ დახმარებას უწევდა ისეთ კლიენტებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ისა და ევროპის მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ.
რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე დავით კუხალაშვილმა იურიდიული კომპანია DTK Partners მოსკოვში 2014 წელს დააფუძვნა.
DTK Partners-ს ღიად აცხადებს, რომ მუშაობს გაყინული აქტივების განბლოკვაზე დასავლურ იურისდიქციაში. ვებ-გვერდის არქივირებული ვერსიების თანახმად, დავით კუხალაშვილი თავად ამზადებდა მიმართვებს ევროკავშირისა და აშშ_ის უწყებებისთვის ისეთი კლიენტების საელით, როგორებიც არიან SPB Bank-ი, ასევე NSD – მოსკოვის ბირჟის ცენტრალური ფასიანი ქაღალდების დეპოზიტარიუმი, რომლებიც აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან.
