წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა.
მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე 31 წლის ლ. კ-ს დაეჯახა.
დაშავებული თავდაპირველად წალენჯიხის საავადმყოფოში, შემდეგ კი ზუგდიდში გადაიყვანეს.
ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მძღოლი, შემთხვევის ადგილიდან, სავარაუდოდ, მიიმალა.
