Tuesday, December 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

საქართველოში მთავრობის დაუნდობელმა ავტორიტარულმა ტაქტიკამ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრება გამოიწვია -რეპორტიორები საზღვრებს გარეშე

December 9, 2025
“არ ვიცი, სად იმყოფება” – “სფერო ინვესტის“ დირექტორის, გიორგი მურუსიძის ადვოკატი “მეტრონომთან” კომენტარს აკეთებს

საქართველოში მთავრობის დაუნდობელმა ავტორიტარულმა ტაქტიკამ იანვარში ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება გამოიწვია – ამის შესახებ აღნიშნულია ანგარიშში, რომელსაც ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) აქვეყნებს.

„ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და ბელარუსი, არსებული ვითარება ასახავს სერიოზულ საფრთხეებს, რომლის წინაშეც ყოფილ საბჭოთა ბლოკში პრესის თავისუფლება დგას“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, აზერბაიჯანში ამჟამად 25 ჟურნალისტი ციხეშია. რუსეთი მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში დაპატიმრებული ჟურნალისტების რაოდენობით და 2025 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, გისოსებს მიღმა მყოფი 48 მედიაპროფესიონალისგან 26 უკრაინელია.

ამასთან, დოკუმენტიუს თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 22 ქვეყანაში 67 ჟურნალისტი მოკლეს, მათგან სულ მცირე 53 ომის ან კრიმინალური ქსელების მსხვერპლია.

„ბოლო 12 თვის განმავლობაში მოკლული ჟურნალისტების დაახლოებით ნახევარი (43%) ღაზაში ისრაელის ძალებმა მოკლეს. უკრაინაში რუსეთის არმია ასევე აგრძელებს ადგილობრივი და უცხოელი რეპორტიორების მიზანში ამოღებას. სუდანი პროფესიისთვის განსაკუთრებით საშიშ ომის ზონად იქცა. მექსიკაში ორგანიზებული დანაშაული კვლავ რჩება ჟურნალისტების სიკვდილიანობის საგანგაშო ზრდის მთავარ მიზეზად. 2025 წელს ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი, 9 ჟურნალისტი დაიღუპა“- აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ამჟამად მთელ მსოფლიოში 503 ჟურნალისტია დაკავებული.

„ჟურნალისტებისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ციხე კვლავ ჩინეთია (121), მეორე ადგილზეა რუსეთი (48), სადაც სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ყველაზე მეტი უცხოელი ჟურნალისტია დაპატიმრებული(26 უკრაინელი ჟურნალისტი). მესამე ადგილზე მიანმარი (47) იმყოფება“- აღნიშნულია ანგარიშში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “ეს უპასუხისმგებლო ყეყეჩი ბლატაობას რომ ბედავს…” – ვისზე წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?
  • სასამართლომ ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა პატიმრობაში დატოვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge